ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები დაშავდნენ, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა. “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მოძრაობის წესები მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც […]
კატეგორია: შემთხვევა
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
თბილისში, თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამწვარი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, მამაკაცი აღნიშნულ მისამართზე ქირით 2018 წლის 17 თებერვლიდან ცხოვრობდა. ბინის მესაკუთრის მომართვის საფუძველზე, მოხდა ურდულით დაკეტილი კარის გახსნა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა
გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა. კომპანიის ცნობით, დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. “ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. ამ საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, […]
როგორ ცვივა ხალხი გუდაურში საბაგიროდან – ვიდეო
გუდაურში დაშავებულები თბილისში ვერტმფრენით ვერ გადმოჰყავთ
გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. მომდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. […]
უბედური შემთხვევა გუდაურში – საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა. წინასწარი ინფორმაციით გუდაურში […]
დაღუპულია მახინჯაურელი ოჯახის 3 წევრი, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – სამტრედიის ავარიის ახალი დეტალები
სამტრედიაში მომხდარი საშინელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბათუმელების ცნობით, დაღუპულია ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი, 3 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტის საღამოს, სამტრედიასთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის 2 ზრდასრულია, 1 კი ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. 3 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. […]
თბილისში გაზით მოწამვლით 1 ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია როდის მოხდა მამაკაცის და ქალის ბუნებრივი აირით შესაძლო მოწამვლა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საშინელი ავარია სამტრედიაში – დაიღუპა ოჯახის 3 წევრი
სამტრედიაში ავარიის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია 3 პირი, რომელებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდახდააზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.







