რუსთავში მოზარდი აივნიდან გადმოვარდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, 13 წლის გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე აივანზე იმყოფებოდა როდესაც ის შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა. ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. პაციენტი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავში განუცხადეს გოგონა სამედიცინო […]
კატეგორია: შემთხვევა
მანქანა მოცურდა და მას მატარებელი დაეჯახა – 40 წლის ცოლ-ქმარი მძიმედ დაშავდა
დღეს, 19 იანვარს, ნინოწმინდა–ოროჯალარის გზაზე მატარებელი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 40 წლის ცოლ–ქმარი მძიმედ დაშავდა, ისინი მრავლობითი ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ინფორმაციას რადიო ნორი ავრცელებს. სავარაუდოდ, მანქანა მოცურდა. დაშავებულებიდან ერთს ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება, მეორეს კი თბილისში გადასაყვანად ამზადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 275 მუხლის […]
ლანჩხუთში მატარებელი 60 წლის ქალს დაეჯახა
ლანჩხუთში, 60 წლამდე ასაკის ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ლექსუსი საპატრულოს მანქანას დაეჯახა – ავარია სანაპიროზე
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი “ლექსუსის” მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა – მძიმედ დაშავდა ორი პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, “ლექსუსმა” საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა. სამართალდამცველები გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ავარიის ადგილიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე ავტომობილის მძღოლი დაშავებული არ არის.
ელენე ფოჩხიძე – “ვბანაობდი და ცუდად გავხდი, მერე ჩემმა ძმამ გონება დაკარგა” – რა მოხდა რუსთავში
რუსთავში მე-7 მიკრორაიონში CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შუახნის მამაკაცმა, მისმა 24 და 17 წლის შვილებმა მიიღეს. “სუნი და მსგავსი რამე არ ყოფილა. ვბანაობდი და მაგ დროს გავხდი ცუდად. გამოვედი აბაზანიდან და ჩემს ძმას დავუძახე, რომ წნევა გაეზომა. წამალზე რომ გავუშვი, გონება დაკარგა. ორივე რომ ცუდად ვიყავით მაგ დროს მივხვდით, […]
ხევისბერი თამაზ წოწკოლაური ეკლესიასთან ხევში გადაიჩეხა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავში, სოფელ მუქოში ავარიაში მამაკაცი დაიღუპა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის 52 წლის თამაზ წოწკოლაურია. მის შესახებ სააგენტოს სოფლის რწმუნებული, მაია წელაური ესაუბრა. „ადგილობრივია, ბრძენი ადამიანი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა – როგორც მაცხოვრებელი და როგორც ყველაზე ახალგაზრდა ხევისბერი ხევისბერებს შორის, ყველას იმედი იყო. საკუთარ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მუქოს ეკლესიის მიმდებარე […]
გლდანში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა
ტრაგედია მოხდა გლდანში – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახლობლების თქმით, შემთხვევა 10 იანვარს, დილის საათებში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. პრაიმ ტაიმი
ტრაგედია გლდანის მე-7 მიკროში – 17 წლის მოზარდი მე-6 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
გონიოში სურმანიძეების სახლში აფეთქება მოხდა – 3 ადამიანი დაშავდა
გონიოში, მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც წუხელ, 8 იანვარს, ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 პირი დაშავდა. აფეთქება სურმანიძეების სახლში მოხდა. დაშავებულთა შორის თურქეთის მოქალაქეცაა, რომელიც სახლში მდგმურად იმყოფებოდა, ის კლინიკა “ბიემსიში” შოკური ტრავმით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, მას 3-4 მოტეხილობა აღენიშნება. როგორც […]
ავარია გლდანში – 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანში – თვითმხილველების ინფორმაციით, ქერჩის ქუჩაზე მომხდარი შეჯახების დროს, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა 8 იანვარს დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. როგორც “მთავარს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.









