კატეგორია: სოციალური მედია

კობა სუბელიანი – “4 თვის ქართული ნაგაზი ნიუ იორკში”

კობა სუბელიანი - "4 თვის ქართული ნაგაზი ნიუ იორკში"

კობა სუბელიანმა ფეისბუქში დაწერა: “აქ რა მოგიყვანა შე მადლიანო დამემართა ჯარისკაცის მამასავით. რო დავეტაკე უკითხავად იმდენი ვბურჯგნე და ვკოცნე, გავაგიჟე ამის უზბეკი პატრონი ოთხი თვის ქართული ნაგაზი, ჩვენი ეროვნული სიამაყე ნიუ იორკში”

გია კორკოტაშვილი – “უკვე ღრმად გამოყ@@@@-ართ და არაფერიც აღარ გეშველებათ”

გია კორკოტაშვილი საპატრიარქოს - "გამოყავით მამები, რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა რუსთავი-2 ტერიტორიის!"

გია კორკოტაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ეს ქართველები მაგარი ქვეშაჯვიები ვყოფილვართ,ნელნელა ოცნების პარლამენტს დავემსგავსეთ! რატომ? ტვ პირველი ,ფორმულა, მთავარი რომ ფინთი გოიმებივით აგდებენ ამ დაზაფრულ, შიმშილისაგან გამობრუტუნებულ მოსახლეობას და საკმაოდ ,,საკაიფოდ” გამოსდით ეს ამბავი, რა ჯადო გაგიკეთეს ამ ჩირქებმა, ვგიჟდები. ეს წამყვანი მამალი და დედალი თხები (კოზიოლები. კოზლიხები) თვალებს რომ დაპრაწავენ და ტყუილ მართალს ერთად რომ უბერავენ […]

გიორგი ზანგური – “სხვისი თეთრეულის მჩხრეკავ, გვარამიას და სანაიას ქვეყნად გადავიქეცით”

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი გიორგი ზანგური საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “რა ქვეყანა ვართ ჩვეენ? რად გადავიქეცით..რატომ დაპატარავდა ასე ყველაფერი..რატომ გახდა ყველაფერი ხელმისაწვდომი? პარადებს ვუყურებ დილიდან ყველა ქვეყნის…დაწყობილი გაწკრიალებული ძლიერი ერები…რად გადავიქეცით ჩვენ??? სხვისი თეთრეულის მჩხრეკავ, გვარამიას და სანაიას ქვეყნად…ის დაიჭირეს ეს გამოვა… ერთი უპრინციპო ქვეყანა და ერი და ამას უზარმაზარი ტკივილი მაწერინებს და […]

„ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს?” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე - "დღეს კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დავარღვევთ!"

 ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის მრჩეველს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს სოციალური ქსელით მიმართავს: “აქ ბევრი თქვენნაირი ექსპერტი გვინახავს ჩამოყვანილი, ზოგს პროკურატურა უნდა გაეხადა დამოუკიდებელი და ზოგს ჯანდაცვის სისტემა უნდა აეწყო, მსოფლიოში საუკეთესო ყველა ამ ექსპერტის ფუნქცია, ერთადერთი ფუნქცია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ამ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის მორიგი უსაფუძვლო იმედის მიცემა – იქნებ ამან მაინც გვიშველოს, უცხოელია, გამოცდილია, […]

ინგა გრიგოლია – “აცრამ ისეთი ძილიანობა მომიტანა, მძინავს დღეც და ღამეც…”

ინგა გრიგოლია - "აცრამ ისეთი ძილიანობა მომიტანა, მძინავს დღეც და ღამეც..."

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “აცრამ ისეთი ძილიანობა მომიტანა. მძინავს დღეც და ღამეც, აქამდე სულ ძილის პრობლემა მქონდა და აცრის მერე, მთელი ღამე ,გადაბმულად 14 საათი მძინავს . ხოდა ახლა გადაცემა მეწყება და იმედია, რომელიმე რესპონდენტთან ინტერვიუს დროს ,სტუდიაში არ ჩამომეძინება და ხვრინვის ხმას არ გაიგებთ ეთერში )))))) ვინმეს დაგემართათ ასეთი რამ აცრის შემდეგ?”

“აფრიკაში მოგზაურობა გადავწყვიტეთ” – ნეკა დოროყაშვილმა შვილს დაბადების დღე ეგვიპტეში გადაუხადა

"აფრიკაში მოგზაურობა გადავწყვიტეთ" - ნეკა დოროყაშვილმა შვილს დაბადების დღე ეგვიპტეში გადაუხადა

მოდელი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი აფრიკული მოგზაურობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „მას შემდეგ რაც ლუკასს წავუკითხე წიგნი “მსოფლიოს შვიდი საოცრება”, მის უახლოეს მიზნად იქცა პირამიდების ნახვა და შესვლა პირამიდებში. მუდმივად მეკითხებოდა პირამიდებზე და მთხოვა, რომ მისი ოცნება ამეხდინა და თავის დაბადების დღეს ეგვიპტეში შეხვედროდა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ აფრიკაში მოგზაურობა. როდესაც ხელჩაკიდებულები ვათვალიერებდით […]

„სალომე, შენ რომ არ გევასები, ეგ გასაგებია. არც მე მევასები“ – ჩერგოლეიშვილი სამადაშვილს

„სალომე, შენ რომ არ გევასები, ეგ გასაგებია. არც მე მევასები“ - ჩერგოლეიშვილი სამადაშვილს

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა: „სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს…. კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების […]

თინა ხიდაშელი – “2 დღეა, ფეხზე ადგომა დავიწყე…”

თინა ხიდაშელი - "ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები, ვერ დავაღწიე კლინიკას თავი"

თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა: “ჩემი კოვიდ ისტორიები! – ვიცი გაგიხარდებათ და მგონი უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი. – თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო! – ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!! […]

ეს “გაახერხეს” ქოცებმა… პირველი ადგილი სიკვდილიანობით მსოფლიოში“ – ზურაბ ნადირაძე

ზურაბ ნადირაძე ფეისბუქზე ოფიციალურ კოვიდმონაცემებს აქვეყნებს და წერს: „პირველი ადგილი სიკვდილიანობით მსოფლიოში. ეს “გაახერხეს” ქოცებმა, სამაგიეროდ ოჯახებში შეიტანეს ის მილიონები, რაც პანდემიის პრევენციას და დროულ ვაქცინაციას უნდა მოხმარებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

“მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა” – ათენში თამრიკო სუხიაშვილი გარდაიცვალა

"მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა" - ათენში თამრიკო სუხიაშვილი გარდაიცვალა

მადონა კისკეიძე ფეისბუქში წერს: „კიდევ ერთი ემიგრანტი დაკარგა ათენის საემიგრანტომ –ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ ამ ბრძოლაში საუბედუროდ დამარცხდა. ნათელი არ მოაკლოს უფალმა თამრიკო სუხიაშვილის სულს,“ – წერს იგი.