დიეგო მარადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ოცნება ნაპოლის გაწვრთნაა. შეგახსენებთ, რომ მარადონამ ნაპოლიში 6 წელიწადი გაატარა და გუნდთან ერთად 2 ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ნეაპოლში მარადონა დღემდე ძალიან უყვარს და აფასებენ. მარადონას თქმით ამჟამად ნაპოლი ძლიერი გუნდია, მაგრამ მას აკლია ძლიერი ფეხბურთელები იმისთვის, რომ იუვენტუსს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს. მარადონამ […]
კატეგორია: სპორტი
ჟოზე მოურინიომ ინტერში დაბრუნება არ გამორიცხა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სელტასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა და საუბარი მის ყოფილ გუნდზე ინტერზეც ჩამოვარდა. მოურინიოს თქმით ის ამჟამად მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედზე ფიქრობს, მაგრამ მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ის კვლავ ინტერში აღმოჩნდეს. მოურინიომ აღნინა, რომ ინტერს ამჟამად კრიზისული პერიოდი აქვს, მაგრამ ისინი ამ კრიზისის დაძლევას მოახერხებენ. პორტუგალიელი მწვრთნელი ინტერში 2008-10 წლებში […]
ბრაზილიაში ფეხბურთელი თამაშის დროს დააკავეს
ბრაზილიაში ერთ-ერთი ფეხბურთელი პირდაპირ მატჩის მიმდინარეობის დროს დააკავეს. „საპუკაენსეს“ 21 წლის თავდამსხმელი მარლონ ნათანიელი შეცვლაზე შესასვლელად ემზადებოდა, როცა მას პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ნათანიელს ბრალად ადამიანების გატაცება და მათ სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის მოთხოვნა ედება. „საპუკაენსე“ ბრაზილიის მესამე დივიზიონის კლუბია, რომელიც რიო-გრანდეს შტატის პირველობაზე მორიგ მატჩს ატარებდა. imedinews.ge
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპის შემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა. მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს. ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის […]
ალექსის სანჩესი შესაძლოა ბაიერნში ვიხილოთ
არსენალის ფორვარდზე ალექსის სანჩესზე საუბრები არ წყდება. თითქმის გადაწყვეტილია ის ფაქტი, რომ სანჩესი ზაფხულში არსენალს დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. აქამდე ალექსისის შეძენა მანჩესტერ სიტის და პარი სენ ჟერმენს სურდათ, ახლა კი მათ მიუნხენის ბაიერნიც შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი სანჩესის აგენტს დაუკავშირდა და მათ შორის უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბაიერნში არტურო ვიდალი თამაშობს, რომელიც […]
ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება
კატალონიური ბარსელონა კვლავინდებურად ცდილობს ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ კოუტინიომ ცოტა ხნის წინ ლივერპულთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კოუტინიოს ყიდვა ბარსელონას გაუჭირდება, რადგან ლივერპული თავისი ლიდერის დათმობას არ აპირებს და ამ ტრანსფერში 80 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ბარსელონა კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს. კოუტინიო ლივერპულში 2013 წელს გადავიდა და მას […]
ფრანჩესკო ტოტი ზაფხულში კარიერას დაასრულებს
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას ოფიციალურად დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია რომაში დაადასტურეს. ტოტი უკვე 40 წლის არის და ბუნებრივია მან რომას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და წლევანდელ სეზონში ის მხოლოდ რამდენჯერმე გამოვიდა მოედანზე. ტოტის კარიერის დასრულებას მანამდეც ურჩევდნენ, მაგრამ ფრანჩესკო უარზე იყო, ამჯერად კი როგორც ჩანს მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ტოტი […]
ანდრეს ინიესტა ბარსელონაში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩება
ბარსელონას ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა წლევანდელ ზაფხულს ბარსელონას არ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ მედიაში ვრცელდება. ინიესტა უკვე აღარ არის ახალგაზრდა და ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მან ბარსელონა უნდა დატოვოს, მაგრამ ჯერჯერობით ინიესტას ისევ ენდობიან კატალონიაში. წლევანდელ ზაფხულში ბარსელონა სავარაუდოდ მარკო ვერატის იყიდის, რომელმაც შესაძლოა ინიესტას პოზიცია დაიკავოს მოედანზე, ამიტომ ბევრი რამ ბარსელონას […]
დიეგო სიმეონეს აზრით ატლეტიკოს ფინალში გასვლის შანსები მაინც აქვს
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ რეალთან 0:3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს შანსი არ დაუკარგავს. სიმეონეს თქმით, წინ მეორე შეხვედრაა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ”რეალმა ყველაფერში გვაჯობა და მათ დამსახურებულად მოგვიგეს. მეორე ტაიმი განსაკუთრებით ცუდად ჩავატარე, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რომ მათ ეს მარცხი უნდა დაივიწყონ. მჯერა, რომ ფინალში […]
ლუკა ზარანდიას გოლმა “არკას” პოლონეთის თასი მოაგებინა – ვიდეო
21 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია პოლონეთის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში „არკამ“, სადაც ზარანდია თამაშობს, „ლეხს“ დამატებით დროში 2:1 მოუგო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 111-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გოლი გაიტანა. ზარანდიამ ბურთი საკუთარი მოედნის მარჯვენა ფლანგიდან წამოიღო, გასცდა მეტოქის ფეხბურთელებს, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტექნიკური დარტყმით გაიტანა გოლი. […]










