ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ თუ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს იტყვიან, მაშინ მათ ხელფასი არ უნდა აიღონ. რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიშზე მსგავსი განცხადება გააკეთა და მოურინიო სწორედ ამას გამოეხმაურა: “ფეხბურთელები უნდა დაემორჩილონ წესებს და მათ არა აქვთ უფლება რომ ვარჯიშზე უარი თქვან. ამ შემთხვევაში ისინი ხელფასის გარეშე უნდა დარჩნენ, რადგან ფულს ისინი ამაში იღებენ. […]
კატეგორია: სპორტი
ანდრეი შევჩენკო: “მინდა რომ მომავალში მილანის მწვრთნელი გავხდე“
მილანის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მას სურს მილანში დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შეუძლია, რადგან ის უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია: “ჯერჯერობით არსად წასვლა არ შემიძლია, რადგან უკრაინის ნაკრებში ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ მომავალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მილანში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. მილანი ძალიან მიყვარს და ამ გუნდის განვითარებაში მინდა რომ ჩემი […]
ვირჯილ ვან დეიკი: “მინდა ბევრი ტიტული მოვიგო“
ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მის კარიერაში ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ არის და ის კიდევ დიდხანს აპირებს თამაშს. ვან დეიკს სურს რომ ლივერპულთან ერთად არაერთი ტიტული მოიგოს: “ყოველთვის ვცდილობ რომ უკეთესი გავხდე და მოედანზე უფრო მეტად ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება იოლი არ არის. ლივერპულთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება […]
სადიო მანე ლივერპულიდან არ მიდის
ლივერპულის სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე გუნდის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა, რომელიც გაკვირვებულია თუ საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია: “ნამდვილად არ ვიცი რატომ საუბრობენ იმაზე რომ მანე ლივერპულის დატოვებას აპირებს, რადგან ზუსტად ვიცი რომ ეს არ მოხდება. მანე ჩვენთან ძალიან ბედნიერია და ლივერპულს ის სჭირდება. ჩვენ მას არ გავყიდით“.
ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ
კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ისინი კამერებმა დააფიქსირა. ფეხბურთელებს დამცავი პირბადეები ეკეთათ და მათ მსუბუქად ივარჯიშეს. ვარჯიშზე ბარსელონას ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მაგალითად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი. ფეხბურთელებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და სავარჯიშო მოედანი მალე დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება ესპანეთის ჩემპიონატი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს შესაძლოა ივნისში მოხდეს, თუ კორონავირუსის პანდემიამ […]
კალათბურთელ ირაკლი მაისურაძეს სახლი დაეწვა – მისი ოჯახი ქუჩაში დარჩა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “ბასკოში” საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე 2 დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა. ნაძალადევის რაიონში მდგარი სახლიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ირაკლი მაისურაძე სახლში მეუღლესთან, 3 მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ხანძრის შემდეგ, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. საკალათბურთო […]
უეფა სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებს
უეფა 27 მაისს ვიდეო კონფერენციას ჩაატარებს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ თუ როდის განახლდება ევროპაში შიდა ჩემპიონატები და ევროტურნირები. მანამდე კი ევროპის წამყვანი ქვეყნები შეაჯამებენ მიმდინარე პროცესებს და უეფას თავიანთ გეგმას შესთავაზებენ. ყველაზე ახლოს ჩემპიონატის განახლებასთან გერმანია არის, რომელიც ამის გაკეთებას 9 მაისს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ესპანეთის ჩემპიონატი შესაძლოა ივნისში განახლდეს
ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ განცხადება გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის განახლების შესახებ, თუმცა კონკრეტული ციფრები მითითებული არ არის, თუ როდის განახლდება ეს ტურნირი. დიდი ალბათობით ეს მაისში არ მოხდება, რადგან კორონავირუსი ჯერ კიდევ საკმაოდ არის გავრცელებული ესპანეთში. შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატი ივნისში განახლდეს, თუ მანამდე ქვეყანაში მდგომარეობა შედარებით მოწესრიგდება და დარეგულირდება.
სოლსკიაერი: “კარანტინამდე კარგ ფორმაში ვიყავით“
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი გუნდისთვის სეზონი ცუდ დროს შეწყდა, რადგან ისინი თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. სოლსკიაერის თქმით თავიდან ფორმაში შესვლა იოლი არ იქნება: “სამწუხაროა რომ სეზონი დროებით შეჩერდა, რადგან ჩვენთვის ეს კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რადგან ასეა საჭირო. როდესაც ფეხბურთი განახლდება, ჩვენ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა გაგვიჭირდება, თუმცა […]
პსჟ მბაპეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
პსჟ მზად არის თავის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მიუხედავად იმისა რომ პანდემიის გამო პსჟ-ც დაზარალდა ფინანსურად, ისევე როგორც სხვა გუნდები. პსჟ მბაპეს უფრო მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებს და მისი ხელფასი ნეიმარისას მიუახლოვდება და პარიზული გუნდი სწორედ ამ გზით აპირებს მბაპეს შენარჩუნებას. მბაპეს შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს, რომლის მთავარი მწვრთნელი ზინედინ […]










