კატეგორია: სპორტი

ტომას მიულერი – “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

ტომას მიულერი - “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

ბაიერნის შემტევმა ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ისევ შეუძლია ამ ტურნირის მოგება, რადგან ბაიერნში ძლიერი პროფესიონალები არიან შეკრებილნი: “ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს მოვიგე და იმ შეხვედრას არასოდეს დავივიწყებ. ძალიან მინდა რომ ის შეგრძნება ისევ განვიცადო და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგა მალე განახლდება და ყველა […]

მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები – ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი

მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები - ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი

კოტიკო გოგინაშვილი ჩემს სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო გუნდზე, რომლის სახელის გაგონება თავზარს ცემდა მთელ მსოფლიოს. ეს არის სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. წითელი ეშმაკების დომინირება ნისლიან ალბიონზე 1986 წელს დაიწყო ახალი ეპოქა ოლდ ტრაფორდზე. მანჩესტერის მწვრთნელად დაინიშნა შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი. მოსვლის პირველივე დღეს, იუნაიტედის ახალმა თავკაცმა ყველას გააცნო თავისი ამბიციები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ლივერპულის ( მანჩესტერის ყველაზე […]

10 000 ლარი STOPCOV ფონდში – საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

10 000 ლარი STOPCOV ფონდში - საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი, „ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ“ დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ, 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე – საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები. მარათონის შედეგად 10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის […]

სერხიო ბუსკეტსი: “ სეზონის განახლება რთული იქნება“

ბუსკეტსი რომასთან ითამაშებს

ბარსელონას ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა რომ სეზონის განახლება რთული იქნება, რადგან საზოგადოებაში დიდი შიში არსებობს იმის რომ ვირუსი უფრო გავრცელდება. ბუსკეტსის თქმით მას არ გაუკვირდება, თუ სეზონი საერთოდ არ განახლდა: “მესმის იმ ადამიანების ვისაც ეშინია განვითარებული პროცესების და ცდილობს ფრთხილად იყოს. თუ სეზონი არ განახლდა, ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი არ იქნება, რადგან რთულია ასეთ დროს […]

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

  ბრაზილიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიაგო კორტესი ტრაგიკულად დაიღუპა. ტრავმის შემდეგ ის ფიზიოთერაპიას გადიოდა, როდესაც ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. კორტესი მხოლოდ 22 წლის იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ ეს გულის შეტევა იყო. კორტესი ნახევარმცველი იყო და გუარანის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. ბრაზილიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია […]

დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა

დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა

  იტალიიდან კარგი ამბები ვრცელდება და ტურინის იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა. მან ორი ტესტი გაიარა, რომლებმაც აჩვენეს რომ რუგანის ვირუსი აღარ აქვს და ის სრულიად ჯანმრთელია. რუგანიმ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა რომ ის ძალიან ბედნიერია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ იუვენტუსის ფრანგმა ნახევარმცველმა ბლეზ მატიუდიმ დაამარცხა კორონავირუსი, ხოლო პაულო დიბალა კი […]

ბარსელონა უსმან დემბელეს არ გაყიდის

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ბარსელონა თავისი ფრანგი ფორვარდის უსმან დემბელეს გაყიდვას არ აპირებს და დემბელე მომავალ სეზონშიც ბარსელონას ფეხბურთელი იქნება. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დემბელეს ბარსელონაში თამაში აღარ სურდა და კატალონიური გუნდი მის შემცვლელს ეძებდა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა. ბარსელონაში დემბელეს იმედი აქვთ და ოპერაციის შემდეგ ფრანგი ფორვარდი მაისის ბოლოს მწყობრში იქნება.

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი. სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა […]

პოლ პოგბა: “ ტრავმამ კიდევ უფრო გამაძლიერა“

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ ტრავმებმა ის მორალურად უფრო ძლიერი გახადეს და როდესაც ის მოედანზე დაბრუნდება, ამას ყველა დაინახავს: “რთულია, როდესაც შენი თანაგუნდელები მოედანზე არიან, შენ კიდევ ამ ყველაფერს მხოლოდ ტრიბუნიდან უყურებ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრავმა მთავარი მტერია და ამას არავის ვუსურვებ. ამ ყველაფერში კარგი ის არის რომ მორალურად უფრო ძლიერი ხდები და […]

მესიმ საზოგადოება გაამხნევა

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ლიონელ მესი იმ ფეხბურთელების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც კორონავირუსზე საკუთარი აზრი გამოთქვეს და მან საზოგადოება გაამხნევა. მესის აზრით ეს ვირუსი აუცილებლად გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმში დაბრუნდება: “ყველა ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეს აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი ადვილად მოგვერევა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ფეხბურთელები გამონაკლისები არ არიან“.