ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა განაცხადა რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს და ვირუსს ერთად ებრძოლოს. ჰენდერსონის აზრით ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა რომ ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ: “ფეხბურთელებს ფინანსური რესურსი საკმაოდ მაღალი გვაქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩავრიცხოთ თანხა იმ ფონდებში, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან. ეს ჩვენი მოვალეობაა, ისევე საზოგადოების სხვა წევრების“. ჰენდერსონმა ასევე დაამატა რომ მას ფეხბურთი […]
კატეგორია: სპორტი
21-ე საუკუნის უდიდესი საფეხბურთო გუნდები – პეპ გვარდიოლას ბარსელონა
კოტიკო გოგინაშვილი ჩემს ახალ სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო გუნდზე, რომელმაც ბევრ ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი. ეს არის პეპ გვარდიოლას ბარსელონა. კატალონიური ფეხბურთის გავლენა ევროპასა და მსოფლიოზე ხოსეპ გვარდიოლას მოსვლამდე ბარსელონაში იყო ფრანკ რაიკაარდის ეპოქა. ჰოლანდიელის უკანასკნელი სეზონი არ იყო წარმატებული, ამიტომ აშკარა მწვრთნელის შეცვლის აუცილებლობა. 2008 წლის ზაფხულში კატალონიურ გრანდში დაიწყო ახალი ეპოქა, გუნდის მწვრთნელი გახდა პეპ […]
სადიო მანე: “ იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია“
ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა სადიო მანემ მთავარ მწვრთნელზე იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა რომ იურგენი არამარტო შესანიშნავი მწვრთნელია, არამედ ძალიან კარგი ფსიქოლოგიც: “ კლოპთან ერთად მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, რადგან ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ახერხებს საჭირო სიტყვების მოძებნას და ცდილობს რომ გუნდი კარგად განაწყოს. ის შესანიშნავი ფსიქოლოგია და ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვახერხებთ ბოლომდე ბრძოლას მოედანზე“. მანემ ასევე […]
რაკიტიჩს მტკიცედ სურს სევილიაში დაბრუნება
ბარსელონას ხორვატ ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს სევილიაში დაბრუნება სურს. სევილიაში რაკიტიჩი 2014 წლამდე თამაშობდა და სწორედ იქიდან გადავიდა ის ბარსელონაში. რაკიტიჩს სევილიაში დაბრუნება რამდენიმე მიზეზის გამო სურს, ერთ-ერთი მათგანი მისი ცოლია, რომელიც სევილიელია, ასევე ხორვატ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში, ხოლო ბარსელონაში ამ სეზონში მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა სათადარიგოთა სკამზე.
რობერტო ფირმინო: “ მინდა ყველა დაინფიცირებულს დავეხმარო“
ლივერპულის ბრაზილიელმა ფორვარდმა რობერტო ფირმინომ განაცხადა რომ ის მზად არის ყველა იმ ადამიანს დაეხმაროს, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა. ფირმინოს თქმით არა აქვს მნიშვნელობა ეს ფინანსური დახმარება იქნება, თუ ემოციური, ის ყველაფრისთვის მზად არის: “როდესაც ვხედავ გარშემო რაც ხდება, მინდა რომ ყველა ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდო. ვიცი რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ვირუსის წინააღმდეგ […]
სტივენ ჯერარდი: “ ფეხბურთელების ხელფასების შემცირება აუცილებელია“
ლივერპულის ლეგენდამ და გლაზგო რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა რომ ამჟამინდელ მდგომარეობაში აუცილებელია რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდეთ და ეს თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდებში გადაირიცხოს: “ყველას უნდა ესმოდეს რომ ვირუსს ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ და მსხვერპლიც გავიღოთ. ამ შემთხვევაში მართებულად მიმაჩნია რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდეთ. ამის გამო სკანდალის მოწყობა საჭირო არ არის, თუ ეს […]
ნეიმარი: “ ტრავმების გამო თავდაჯერებულობა დავკარგე“
პსჟ-ს ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა რომ ბოლო წლებში მიღებული ტრავმების გამო თავდაჯერებულობა დაკარგა და შიშიც გაუჩნდა რომ ის ისევ მიიღებდა ტრავმას. ნეიმარის თქმით ნებისმიერი ფეხბურთელის თავდაჯერებულობა აუცილებელია, იმისთვის რომ მოედანზე თავისი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენოს: “როდესაც საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, რთულია შენი შესაძლებლობები გამოავლინო და ბოლო წლებში ბევრი ბრძოლა მომიწია რომ თავდაჯერებულობა დამებრუნებინა. […]
გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დედა დოლორესი 82 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის კორონავირუსს ემსხვერპლა. მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას დედის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. აღსანიშნავია რომ რამდენიმე კვირით ადრე გვარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბარსელონას ერთ-ერთ ფონდში მილიონი ევრო ჩარიცხა.
რომელუ ლუკაკუ: “ მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო”
მილანის ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ინტერში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ ის ამ გუნდში ძალიან ბედნიერია და მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო: “მანჩესტერში ცუდად არ ვიყავი, მაგრამ მიხვდი რომ რამე ახალი მჭირდებოდა და მინდოდა რომ ძალები სხვა გუნდში მომესინჯა. ინტერი იმიტომ ავირჩიე რომ ვფიქრობდი ამ გუნდს მომავალი ჰქონდა და მიხარია რომ არ შევცდი. ვფიქრობ, […]
კრიშტიანო რონალდუ: “ მინდა ხალხს მაქსიმალურად დავეხმარო“
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა რომ მას სურს ხალხს მაქსიმალურად დაეხმაროს. რონალდუს თქმით მან უკვე გადარიცხა თანხა და ამაზე არ გაჩერდება: “ამჟამად ხალხის ბედი მაღელვებს და ვისაც ბევრი ფული აქვს, ის აუცილებლად უნდა დაეხმაროს საზოგადოებას. ყველას მოვუწოდებ ასე გააკეთოს. ყველა უნდა გაერთიანდეს იმისთვის რომ შედეგს მივაღწიოთ და ვირუსი დავამარცხოთ“.










