კატეგორია: სპორტი

ვან დეიკი: ”ლივერპული ისევ მოგებებს დაიწყებს”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მისი გუნდი ისევ დაიწყებს მოგებებს და რამდენიმე მატჩის წაგება არაფერს ნიშნავს. ვან დეიკის აზრით მცირე ჩავარდნა ყველა გუნდს შეიძლება მოუვიდეს და ეს ნორმალურია: ”არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რადგან არ შეგვეძლო ყველა თამაში მოგვეგო. ეს უბრალოდ არარეალურია და რაც მოხდა მოსალოდნელი იყო. შევეცდებით შემდეგ მატჩებში ყველას ვანახოთ რომ […]

ედენ აზარი: ”მჯერა ამ სეზონში კიდევ ვითამაშებ”

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ფორვარდმა ედენ აზარმა განაცხადა რომ მას სჯერა ნაადრევად მინდორზე დაბრუნების, თუმცა ის მკურნალობას სერიოზულად ეკიდება.  აზარის თქმით მას ძალიან სურს რომ რეალს დაეხმაროს: ”ჩემთვის რთულია, როდესაც მატჩებს ტელევიზორში ვუყურებ და არ შემიძლია რომ გუნდს დავეხმარო. მჯერა რომ წლევანდელ სეზონში თამაშს შევძლებ და რეალს ტიტულების მოგებაში დავეხმარები. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ”. აზარმა ტრავმა ორი კვირის […]

რონალდინიო პარაგვაიში დააპატიმრეს

რონალდინიო პარაგვაიში დააპატიმრეს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის და მისი ძმა პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამო დააპატიმრეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ისტორია, თუმცა რონალდინიოს ბოლო პერიოდში ბრაზილიაშიც ჰქონდა პრობლემები კანონთან და მას გადასახადების არ გადახდაში ადანაშაულებდნენ. ამის გამო რონალდინიოს რამდენიმე ავტომობილიც ჩამოართვეს. თვითონ ფეხბურთელს დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბარსელონას ფეხბურთელები კიკე სეტიენს არ ენდობიან

ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა

ესპანურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რომ ბარსელონას ფეხბურთელები კიკე სეტიენს საკმარის პატივს არ სცემენ და მას არ ენდობიან. რა თქმა უნდა ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ წყაროს ცნობით რეალთან წაგებას ფეხბურთელები სეტიენს აბრალებენ. განსაკუთრებით ეს არტურო ვიდალს ეხება, რომელიც სეტიენმა შეცვალა მატჩის დროს და ვიდალი ამის გამო ძალიან უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, ბარსელონას […]

იურგენ კლოპი: ”ამ კრიზისს დავძლევთ”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ამჯერად ისინი ჩელსისთან დამარცხდნენ სტუმრად 0:2 და ინგლისის თასს გამოეთიშნენ. მიუხედავად ამისა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია რომ მისი გუნდი კრიზისს დაძლევს და ისევ მოგებებს დაიწყებს: ”რაც ხდება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მატჩია და განსაკუთრებული არაფერი დაგვიკარგავს. იმედი მაქვს მალე დავიბრუნებთ ჩვეულ ფორმას, რადგან წინ მნიშვნელოვანი […]

ჰარი კეინმა შესაძლოა ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოს

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ლიდერმა ჰარი კეინმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს, რადგან მას ახალი გამოწვევები სურს კარიერაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ინგლისურ მედიაში. კეინს ამჟამად ტრავმა აქვს და ის მხოლოდ ზაფხულში შეძლებს მოედანზე გამოსვლას, მანამდე კი ტოტენჰემის ფორვარდი რეაბილიტაციას გადის. კეინის შეძენა ბევრ გუნდს სურს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 170 მილიონს შეადგენს და ეს თანხა შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს. ასევე […]

კრიშტიანო რონალდუს დედამ ინსულტი გადაიტანა

კრიშტიანო რონალდოს დედას სიმსივნე აღმოაჩნდა

კრიშტიანო რონალდუს დედა დოლორეში ლისაბონში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რონალდუს დედას ინსულტი დაემართა და რომ არა ექიმების დროული ჩართულობა, შესაძლოა ის პარალიზებულიც გამხდარიყო. ამჟამად დოლორეშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მას მკურნალობის გაგრძელება დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუს ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და სავაერაუდოდ ამ დღეებში ის ლისაბონში ჩაფრინდება. რონალდუს დედა 65 წლის არის, ხოლო მისი მამა […]

სამუელ უმტიტი შესაძლოა ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

ბარსელონას ცენტრალური მცველის სამუელ უმტიტის შეძენით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი მზად არის უმტიტის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბარსელონა ჯერჯერობით უმტიტის გაყიდვას არ აპირებს. უმტიტის ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ხშირად თამაშობს ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ კატალონიელები მას იოლად არ შეელევიან. თვითონ უმტიტიმაც განაცხადა რომ მას ბარსელონას […]

პიკე: ”ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ისევ შეგვიძლია”

პიკე: ”რეალი ასეთ მსაჯობას მიჩვეული არ არის”

რეალი-ბარსელონას შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის გამარჯვებით დასრულდა 2:0 და მადრიდელები ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ისევ აქვს ჩემპიონობის შანსები: ”სამწუხაროა რომ პრინციპულ მეტოქესთან დავმარცხდით, თან პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მათ მოუმატეს და ჩვენ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით. წინ კიდევ ბევრი თამაშია […]

ზიდანი: ”ბარსელონასთან მოგება შესანიშნავი განცდაა”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბარსელონასთან მოგების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, რადგან მეორე ტაიმი მათ მაღალ დონეზე ჩაატარეს. ზიდანმა ასევე აღნიშნა რომ რეალს შეუძლია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში: ”პირველ ტაიმში ბარსელონამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ჩვენ გვიჭირდა ჩვენი თამაშის პოვნა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ზუსტად ის რეალი ვიხილე, რომლის ხილვაც […]