კატეგორია: სპორტი

ჰარი კეინმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, რადგან ოპერაციის შემდეგ მას უფრო ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება, ვიდრე ამას თავიდან ფიქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კეინმა შესაძლოა 5 თვე გამოტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. თვითონ კეინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ ის ამას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

ხავიმ დაადასტურა რომ ბარსელონას უარი უთხრა

ხავიმ დაადასტურა რომ ბარსელონას უარი უთხრა

ბარსელონას ლეგენდამ ხავი ერნანდესმა დაადასტურა ის ფაქტი რომ მან ბარსელონას გაწვრთნაზე უარი თქვა. ხავის თქმით მისთვის ჯერ ადრეა ასეთი თანამდებობის დაკავება, რადგან მას საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია: ”ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბარსელონასგან მსგავსი წინადადება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. მინდა რომ გამოცდილება მივიღო და შემდეგ ვიფიქრო ასეთ რამეებზე. იმედი მაქვს გულშემატკივარი […]

ჰარი კეინი: ”ტოტენჰემი ჩემს გარეშეც ძლიერია”

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ლონდონის ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა რომ მიუხედავად მისი ტრავმისა, ტოტენჰემი კვლავ ძალიან ძლიერია და მას კრიზისი არ დაეწყება.  კეინს თავის პარტნიორებში ეჭვი არ ეპარება: ”ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე და ჩემს გუნდს დიდი ხნის მანძილზე ვერ დავეხმარები, მაგრამ ეს ქვეყნის დასასრული არ არის, რადგან ტოტენჰემს ჩემს გარეშეც შეუძლია კარგად თამაში. იმედი მაქვს, მოედანს რაც […]

კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვს

პსჟ კოუტინიოში 270 მილიონს იხდის

ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ბარსელონას ხელმძღვანელობისგან ფელიპე კოუტინიოს დაბრუნებას ითხოვს. სეტიენს ძალიან მოსწონს კოუტინიოს თამაშის სტილი და ის აქცენტს მსგავს ფეხბურთელებზე აკეთებს. ბრაზილიელი ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე მიუნხენის ბაიერნშია განათხოვრებული და ბაიერნი მის გამოსყიდვას არ ჩქარობს. თვითონ კოუტინიოც ბაიერნში კმაყოფილი არ არის, რადგან ის ყოველთვის ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. კოუტინიოს ტრანსფერში ბარსელონამ 120 მილიონი […]

ედისონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ფორვარდმა ედისონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს, თუმცა წესით ის ატლეტიკოში უნდა გადასულიყო. ატლეტიკოში ტრანსფერი ჯერჯერობით გაუგებარი მიზეზების გამო გაჭიანურდა, ამიტომ კავანის ახალი მსურველი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის 40 მილიონი გადაიხადოს და ეს თანხა პარიზელებს აკმაყოფილებთ. კავანიმ პსჟ-ში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მას წასვლა სწორედ ამ მიზეზის გამო […]

საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა – ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება

საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა - ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება

ქართული წყალბურთის ისტორიული გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც ქართული წყალბურთში გარდატეხის მომტანი იქნება. თბილისის დინამოს ჩემპიონთა ლიგააზე, ევროპის 16 საუკეთესო გუნდში თამაში, საქართველოს 15 და 17 წლამდელ წყალბურთელთა ღირსეული გამოსვლა. ეს ყოველივე ფედერაციის სწორი მყშაობის შედეგია და ამის ნათელი დადასტურებაა დღევანდელი გამარჯვება. უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში […]

კიკე სეტიენმა ბარსელონაზე პირველი კომენტარი გააკეთა

კიკე სეტიენმა ბარსელონაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გუნდთან ერთად უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში და მცირე კომენტარიც გააკეთა. სეტიენის თქმით ის ბარსელონას შემტევ ფეხბურთს ათამაშებს და მოუთმენლად ელის პირველ შეხვედრას: ”ბარსელონა ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ჩემი სამწვრთნელო ფსიქოლოგიაც სწორედ ასეთია. მადლობას ვუხდი ბარსელონას ნდობისთვის და იმედი მაქვს ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ”. სეტიენის ბოლო გუნდი ბეტისი იყო, […]

სიმეონემ ფედერიკო ვალვერდე შეაქო

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ესპანეთის სუპერთასის ფინალზე, სადაც ატლეტიკო რეალთან პენალტების სერიაში დამარცხდა. სიმეონეს თქმით გადამწყვეტი მომენტი ვედერიკო ვალვერდეს ვარდნა იყო, როდესაც მან წითელი ბარათის ფასად ალვარო მორატას გოლის გატანის საშუალება არ მისცა: ”იმ ეპიზოდში ვალვერდემ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და მან თავისი გუნდი გადაარჩინა. მე მომწონს, როდესაც ფეხბურთელები ასეთ თავგანწირვას იჩენენ”.

ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა

ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა

“ბარსელონაs” დირექტორატმა საგანგებო კრებაზე მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და მის ნაცვლად კიკე სეტიენი დანიშნა. “ბეტისის” ყოფილ თავკაცს, კიკე სეტიენს “ბარსამ” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. 61 წლის სეტიენი დროებით უმუშევარი იყო და მას კარიერაში მწვრთნელის რანგში არც ერთი ტიტული არ მოუგია. კიკე სეტიენის ბოლო კლუბი ბეტისი იყო, საიდანაც ის გასული სეზონის ბოლოს წავიდა. […]

ლუის სუარესი 4 თვეს გამოტოვებს

სუარესმა აიაქსს რეალთან გამარჯვება მიულოცა

ბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე იუქმებს, ამის მიზეზი კი მუხლზე გაკეთებული ოპერაციაა. სუარესს რამდენიმე წელია მუხლი აწუხებს, თუმცა აქამდე მას ოპერაცია არ გაუკეთებია, ამჯერად კი ფორვარდმა გადაწყვიტა რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოაგვაროს, თუმცა ამის სუარესი თითქმის სეზონის ბოლომდე ბარსელონას ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ მის ადგილს გრიზმანი დაიკავებს, ხოლო მესამე ფორვარდად ბარსელონაში უსმან დემბელე, […]