მესუტ ოზილმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე საზოგადოებას ამცნო იმ ქველმოქმედების შესახებ რომელიც მან ბოლო თვეებში გააკეთა. ოზილმა 219 ოპერაცია დააფინანსა ავადმყოფი ბავშვებისთვის და მისი თქმით ეს მხოლოდ დასაწყისია: ”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტში გვერდში მიდგას და ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და 2020 წელს გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ბავშვები ძალიან მიყვარს და […]
კატეგორია: სპორტი
ვალვერდე: ”დე იონგს უკეთ შეუძლია თამაში”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა და თქვა რომ ის კმაყოფილია ჰოლანდიელის თამაშით, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ვალვერდე დარწმუნებულია რომ დროთა განმავლობაში დე იონგი მოუმატებს: ”მე ძალიან მომწონს მისი თამაში, რადგან ფრენკი ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელია. ამავე დროს მას კარგად ესმის პარტნიორების. სწორედ მისი ტიპის ფეხბურთელი სჭირდება ბარსელონას მომავალში. ვფიქრობ […]
ჰალკი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს
ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. მის მიმართ ინტერესს ესპანიოლი იჩენს, რომელიც ამჟამად ძალიან ცუდად ასპარეზობს და მათ გაძლიერება სჭირდებათ. ჰალკი ჩინეთში 2016 წლიდან თამაშობს და ის ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩინეთში გადასვლამდე ჰალკი პორტოს და ზენიტის ღირსებას იცავდა და ამ ორ გუნდშიც ლიდერი იყო. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ბრაზილიელი ფორვარდი ესპანიოლის წინადადებას, […]
ლუკაკუ: ”იტალიაში გოლების გატანა იოლი არ არის”
მილანის ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ იტალიის ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ სერია ა-ში გოლების გატანა იოლი არ არის. ლუკაკუს აზრით ყველას არ შეუძლია რომ იტალიაში შედეგიანი იყოს: ”იტალიაში გუნდებმა კარგად იციან დაცვაში თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეტევაზე არ ფიქრობენ. გოლების გატანა იოლი არ არის დფა ყოველი გოლი დიდი წარმატებაა. მინდა რომ […]
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები – რა უნდა ვიცოდეთ გუნდების შანსებზე
კოტიკო გოგინაშვილი დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები. ბევრი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ, სამწუხაროდ, შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალისტმა ამსტერდამის აიაქსმა ვერ შეძლო მერვედფინალის საგზურის მოპოვება, თუმცა ჰოლანდიელთა გარდა სხვა ბევრი გუნდის თამაშით დატკბება საფეხბურთო გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში. დორტმუნდი-პსჟ ამ ორი გუნდის დაპირისპირებას საინტერესოს ხდის ერთი ადამიანის ფიგურა, მისი სახელია თომას ტუხელი. პარიზული გუნდის […]
ედისონ კავანი თითქმის ატლეტიკოს ფეხბურთელია
პსჟ-ს ფორვარდს ედისონ კავანის გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მწვრთნელი მას არ ენდობა. კავანის მადრიდის ატლეტიკო ეპატიჟება და თვითონ ფორვარდიც თანახმაა რომ კარიერა ატლეტიკოში გააგრძელოს. იანვარში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება და ატლეტიკო პსჟ-ს 40 მილიონს გადაუხდის, თუმცა თანხა შესაძლოა შეიცვალოს. კავანი წლების მანძილზე პსჟ-ს ლიდერი იყო, მაგრამ ნეიმარის და მბაპეს […]
კრიშტიანო რონალდუმ 6 წლის მანძილზე პირველი ფინალი წააგო
კრიშტიანო რონალდუმ 2013 წლის შემდეგ ფინალური შეხვედრა პირველად წააგო. ეს იტალიის სუპერთასზე მოხდა, როდესაც იუვენტუსი ლაციოსთან 1:3 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ლაციოს იუვენტუსს ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ მოუგო. რონალდუს მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის ძალიან უკმაყოფილო ჩანდა და მან თავისი გრძნობები არ დამალა. ამ წაგების შემდეგ შესაძლოა იუვენტუსის […]
გვარდიოლამ სიტის ულტიმატუმი წაუყენა
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან შესაძლოა სიტი დატოვოს. გვარდიოლა მინიმუმ სამი ფეხბურთელის ყიდვას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები. წლევანდელ სეზონს სიტი არასტაბილურად ატარებს და ისინი ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან. ინგლისურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ გვარდიოლამ შესაძლოა […]
ვან დეიკი საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
ლივერპულის ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ვან დეიკს მცირე ტრავმა ჰქონდა, რომელიც მან უკვე მოიშუშა. ფინალში ლივერპული კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულს, ფლამეგოს დაუპირისპირდება და შეხვედრა 21 დეკემბერს თბილისის დროით 21.30 საათზე დაიწყება. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად არ ხვდება და წინა შეხვედრაში გამარჯვება ფლამენგომ იზეიმა.
ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდი გააკრიტიკა
ბარსელონას და რეალის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ როდესაც ამ გუნდების დაპირისპირებაში გოლი არ გავიდა. მატჩის შემდეგ ბარსელონას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ბარსელონამ ვერ შეძლო სათანადო დონეზე თამაში: ”რეალმა კარგად ითამაშა და მათ სივრცეები გადაგვიკეტეს, რის გამოც ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით. ბარსას უფრო მეტი მოეთხოვება. ვფიქრობ რომ ფრე […]









