კატეგორია: სპორტი

ბაიერნი და არსენ ვენგერი ვერ შეთანხმდნენ

არსენ ვენგერი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს

მიუნხენის ბაიერნი კვლავ მწვრთნელის გარეშეა, რადგან ისინი ვერ შეუთანხმდნენ არსენ ვენგერს, რომელთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ვენგერი უკვე წელიწადზე მეტია გუნდის გარეშეა, მას შემდეგ რაც მან 2018 წელს არსენალი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვენგერი ბაიერნში ძალიან მაღალ ანაზღაურებას ითხოვდა და ბაიერნმა მას უარი უთხრა. მიუნხენელები მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ჟოზე მოურინიოსაც განიხილავენ.

ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრა

ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრა

მიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშეა, მას შემდეგ რაც ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ბაიერნმა უკვე რამდენიმე სპეციალისტს შესთავაზა ვაკანტური თანამდებობა და ერთ-ერთი მათგანი ტომას ტუჰელია, რომელიც ამჟამად პსჟ-ს უდგას სათავეში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტუჰელმა უარი განაცხადა, რადგან ადრე ის დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობდა, რომელიც ბაიერნის პრინციპული მეტოქეა. ბაიერნი ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა ამ უკანასკნელს ეს არ […]

დიეგო სიმეონე: ”ბაიერთან წაგება ჩემი ბრალია”

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი საკმარისად კარგად არ იყო მზად და ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია: ” თავიდანვე თამაში არასწორად დავიწყეთ და მეტოქეს მივეცით საშუალება უპირატესობა მიეღო. მეორე ტაიმში შევეცადეთ მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და შემდეგ შეხვედრებში გულშემატკივარს უკეთეს თამაშს […]

ბითაძის 13 ქულა – ინდიანამ ვაშინგტონს მოუგო

ბითაძის 13 ქულა - ინდიანამ ვაშინგტონს მოუგო

7 ნოემბერს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “ვაშინგტონ უიზარდს” უმასპინძლა და ანგარიშით 121:106 დაამარცხა. სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა დომანტას საბონისი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სათადარიგოზე გადაინაცვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბითაძემ 20 წუთი მაინც ითამაშა. ბითაძემ ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ეს გოგას პირადი რეკორდია, მას აქამდე NBA-ში […]

ანდრე გომეში საავადმყოფოდან გაწერეს

ანდრე გომეში საავადმყოფოდან გაწერეს

ევერტონის პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში წარმატებული ოპერაციის შემდეგ სახლში გაწერეს და ის რეაბილიტაციის კურსს ევერტონის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ევერტონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა რომელშიც აღნიშნულია რომ ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და გომეში სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნდება, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. გომეშმა ტოტენჰემთან შეხვედრაში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, როდესაც მას ტოტენჰემის ფორვარდმა სონმა პატკატი გაუკეთა.

პიკემ სლავიასთან მატჩის შემდეგ უცნაური განცხადება გააკეთა

პიკე: ”რეალი ასეთ მსაჯობას მიჩვეული არ არის”

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე პრაღის სლავიის დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გულშემკატკივარმა ბარსელონას ფეხბურთელები სტვენით გააცილა, მაგრამ ჟერარ პიკემ განაცხადა რომ ის შეხვედრას დადებითად აფასებს, რადგან ბარსელონას საგოლე მომენტები ჰქონდა: ”შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თვითონ შეხვედრას ცუდად არ შევაფასებდი, რადგან მომენტები გვქონდა და ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ უნდოდა. მუშაობა […]

უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგი შემტევი უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია და და ის სავარაუდოდ ერთი კვირა იუქმებს. სწორედ ამ მიზეზის გამო უსმანმა გამოტოვა ლევანტესთან მატჩი, სადაც ის განაცხადშიც არ იყო. უსმან დემბელე საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ბარსელონასთვის ეს უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან ამ მიზეზის გამო დემბელე ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი. ასევე გავრცელდა […]

პოლ პოგბა მოედანზე დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდება

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება, თუმცა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. პოგბა უკვე საკმაოდ დიდიხანია არ თამაშობს და მის დაბრუნებას გაცილებით ადრე ელოდნენ, მაგრამ მას ტრავმა გაურთულდა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს ეს საეჭვოდ მიაჩნიათ. ბევრი ფიქრობს რომ პოგბას იუნაიტედში თამაში აღარ სურს და ასეთი ხერხით ის ნიშანს აძლევს გუნდის ხელმძღვანელობას.

ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი აღარ არის

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

მიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშე დარჩა. ნიკო კოვაჩს აინტრახტთან გამანადგურებელი მარცხი არ აპატიეს და თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აინტრახტთან ბაიერნმა 1:5 წააგო და მიუნხენელები სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს კოვაჩის ადგილს და ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატია. კანდიდატებს შორის არიან მასიმილიანო ალეგრი და ჟოზე მოურინიო, თუმცა ოფიციალურად ისინი ამას არ ადასტურებენ. ნიკო […]

ერნესტო ვალვერდე: ”მარცხი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს”

ნიკო კოვაჩი: ”ლივერპულთან ფრე კარგი შედეგია”

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ლევანტესთან მარცხი მის გუნდზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდად არ იმოქმედებს და მომავალ შეხვედრებში ბარსელონა კვლავ გამარჯვებისთვის ითამაშებს. ვალვერდეს აზრით ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ: ”ლევანტესთან ძალიან უსიამოვნო შეხვედრა იყო და ჩვენთვის ასეთი შედეგი მიუღებელია, მაგრამ ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და ჩვენ აუცილებლად გავახარებთ გულშემატკივარს”. მომდევნო მატჩს ბარსელონა საკუთარ მოედანზე სლავიასთან […]