ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ირანის მოქალაქე ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. როდესაც ირანის მოქალაქე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, მედპერსონალი გარეთ გამოვარდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნა. ”წამო, წამო”, – უთხრეს ექიმებმა პაციენტს ქართულად. ”ერთი წუთით” – უპასუხა ირანელმა ინგლისურად. ექიმებმა ხელი მოკიდეს მას და პალატაში შეაბრუნეს. ”გაწერეთ ეს ადამიანი?” – ჰკითხა […]
კატეგორია: ვიდეოები
ბულინგის მსხვერპლ 9 წლის ბიჭს ავსტრალიელი მორაგბეები გვერდში დაუდგნენ – ვიდეო
ლელა ლომიძემ ფეისბუქში დაწერა: ”სამწუხაროდ-ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა, გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის. განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან […]
რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა, გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო – ვიდეო
თითქმის 16 საათია, რაც საჩხერის სასტუმროში საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინშია. ხელისუფლება ჩინეთდან ჩამოსული ქართველების კარანტინის პერიოდს მოუმზადებელი შეხვდა. სასტუმროში სადაც მოქალაქეები იმყოფებიან, არ იყო გათბობა, თერმომეტრები და სხვა, პირველადი საჭიროების ნივთები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველები საჩხერეში ნაჩქარევად გადაიყვანეს და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა. “სასტუმროში სიცივეა. […]
მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილს რამდენიმე ადამიანი ურტყამს – ვიდეო
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს. „ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, […]
“ნიკოლოზ ხადურმა ტაქსისტი დავით შამათავა ნაჯახით და დანით მოკლა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, ტაქსის მძღოლის დავით შამათავას მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ხადურს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა, პროკურორის, ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. საქმის პროკურორის განცხადებით, მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს ჰყავს დედა თურქეთის რესპუბლიკაში, მას […]
ნათია ლაზაშვილი – “თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს და მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი…”- ვიდეო
რუსთავი 2-ის წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მოკვლის გაშუქებისას მაყურებელს ემოციურად მიმართა. “თითქმის ყოველდღე კლავენ ქალებს, თითქმის ყველა შემთხვევისას მკვლელი ქმარია ან ყოფილი ქმარი და სანამ მთელი საზოგადოება არ გაერთიანდება ამ პრობლემის წინააღმდგე, სანამ ხმას არ ამოიღებენ თავად მამაკაცები, სპორტსმენები, საზოგადოებისთვის პატივსაცემი და ავტორიტეტული ადამიანები, სანამ ყველა არ მიხვდება, რა ტრაგედიაა მცირეწლოვანი შვილებისთვის […]
სამტრედიელი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს, გარდაიცვალა – ვიდეო
20 წლის გოგო საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელდა. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და […]
თაკო ჩარკვიანი – “კომპრომატების კვირა მაქვს… მე და მამუკა მამუკასთან…” – ვიდეო
ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ – ვიდეო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. […]
მკვლელობა გუდაურში – მედიაში ვიდეო გავრცელდა
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეში მინიმუმ 2 ვიდეო-მრკიცებულება დევს. “მთავარის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მინიმუმ 6 ადამიანი მონაწილეობდა. კადრში ჩანს მკვლელობაში ბრალდებული. დაპირისპირება 06:00 საათზეა დაწყებული.გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი […]










