ჭდე: 51-ე სკოლა

51-ე სკოლაში ახალი ინციდენტი მოხდა – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

51-ე სკოლაში ახალი ინციდენტი მოხდა - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

“მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე დაადგინა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 […]

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავს

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო ორ მოწმეს დაკითხავს. ერთი მოწმე, გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის პედაგოგია. ,,ეს პირები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი და თუ როგორ მიეცა მას მსვლელობა . ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე მიმდინარეობს კვლევა, როგორც კი იქნება მიღებული დასკვნა წარმოადგენს,“ – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. პროცესს მოკლული […]

მშობლები: ჩვენს შვილებს იარაღი კი არა, ტყვიები ჰქონდათ, ყველაფერს ხომ ვერ ავუკრძალავთ?!

მშობლები: ჩვენს შვილებს იარაღი კი არა, ტყვიები ჰქონდათ, ყველაფერს ხომ ვერ ავუკრძალავთ?!

51-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის განცხადებას, რომ სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს პნევმატური იარაღი ჰქონდა, უარყოფენ და აცხადებენ, რომ  “მრგვალი ტყვიები რომაა, ის იყო” “სკოლაში ჩვენს შვილებს არ ჰქონით იარაღი, საქმეც მაგაშია. მრგვალი ტყვიები რომაა ის იყო”, – განაცხადა მშობელმა. – თუნდაც ეს რატომ უნდა ჰქონდეთ სკოლაში? – არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაფერს […]

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან პატრულია მობილიზებული

თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა. ეკიპაჟები სკოლებთან დილიდან გამოჩნდნენ, სამართალდამცავები პერიმეტრს აკონტროლებენ. 51-ე საჯარო სკოლასთან მოქალაქეები დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღეიდან სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ეხმაურება სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გამორიცხავს შენობაში პნევმატური იარაღის შეტანის ფაქტს. „სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და […]

”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” – რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” - რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და ბავშვები მანდატურმა გააშველა, დირექტორი უარყოფს. – ამ ბავშვებს შორის გინებაც კი არ ყოფილა. ორი ბავშვი რომ ერთად დადგება, ჩვენ სკოლაში იმ წუთას რეაქცია გვაქვს, მშობელს ვიბარებთ, ყველაფერს ერთად ვარკვევთ. ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა დავითს, მასწავლებელს ეთამაშა, სპორტის პედაგოგმა გამოაცილა. დადუნაშვილი კი თავის […]

ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

ვერაზე გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მეთერთმეტეკლასელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამედიცინო პერსონალმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული

51-ე სკოლის მე-11 კლასელები ვაკის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს

51-ე სკოლის მოკლული მოსწავლე ლ.დ. წარჩინებული მოსწავლე იყო

მთელი ღამის განმავლობაში ვაკის განყოფილებაში დაკითხვაზე  იმყოფებოდნენ  თბილისის 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. განყოფილებაში ისინი მშობლებთან ერთად იყვნენ, თუმცა უცნობია დაკითხვის დეტალები. ასევე უცნობია ერთ-ერთი მოსწავლის ადგილსამყოფელი, რომელსაც ასევე მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა პოლიცია და ოჯახის წევრები. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, […]

დაღუპული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის, ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

დაღუპული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის, ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეთერთმეტეკლასელის, ლევან დადუნაშვილის ფოტო ვრცელდება, რომელიც დღეს, თანატოლებთან შელაპარაკების დროს ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული ლევან დათუნაშვილი, რომელიც მიყენებული […]

51-ე სკოლის მოკლული მოსწავლე ლ.დ. წარჩინებული მოსწავლე იყო

51-ე სკოლის მოკლული მოსწავლე ლ.დ. წარჩინებული მოსწავლე იყო

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩხუბში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობდა. შსს-მ საქმის გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის […]

”51-ე სკოლაში რომ ვსწავლობდი, იქ ძირითადად სადისტები და გამომძალველები მუშაობდნენ, რომლებიც თან ქურდებთან თანამშრომლობდნენ” – რას იხსენებს ოთო კახიძე

ოთო კახიძე - დღეს სტრასბურგი გადაწყვეტილებას გამოიტანს მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც სექციის დონეზე მერაბიშვილს მოგებული აქვს

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე 51-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტს ფეისბუკზე ეხმაურება. „51-ე ჩემი სკოლაა. 90-იანი წლების მეორე ნახევარია – ის პერიოდი, აი, ღირსება რომ გვქონდა და სამართლიანობა მძვინვარებდა. მოკლედ, ჩხუბი ატყდა სკოლის დერეფანში, დანიანმა მოსწავლემ ორი სკოლელი დაჭრა, მათ შორის ერთს ფილტებში დაარტყა დანა რამდენჯერმე. ხმაურზე მასწავლებლები გამოვიდნენ, სისხლიანი დანამომარჯვებული ბიჭი და დაჭრილი ბავშვები […]