ჭდე: აფეთქება

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოების ავტომობილი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა,“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იპნ

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა – 82 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა - 82 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც­ კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, აფეთქება მოხდა. განყოფილებაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ხანძრის შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ ჰქონდა, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება ახალციხეში – რესტორან “იმერეთის” ვიტრაჟებმა საცხოვრებელი კორპუსი დანგრევას გადაარჩინა

ახალციხეში რესტორანი "იმერეთი" აფეთქდა

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება სარდაფში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე იმ მილიდან ჟონავდა, რომელიც შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე დაზიანდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა. აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს რესტორან იმერეთში მოხდა. „გაზმა სარდაფში კორპუსის საძირკვლის კედელში არსებული ხვრელის მეშვეობით შეაღწია, რომელშიც წყალსადენის მილია […]

აფეთქება წალენჯიხაში – ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი 30 კვ.მ-ზე გაჩნდა და შენობის მინები ჩაიმსხვრა. წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

ნუცუბიძეზე კორპუსში აფეთქება მოხდა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

აფეთქება თბილისში – შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებოს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და აფეთქებას ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული. მთავარი

აფეთქება გარდაბნის სკოლასთან – 14 წლის მოზარდი დაიღუპა, მისი ძმა დაშავდა

აფეთქება გარდაბნის სკოლასთან - 14 წლის მოზარდი დაიღუპა, მისი ძმა დაშავდა

გარდაბანის მუნიციპალიტეტ სოფელ თბილწყაროში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი არასრულწლოვანი ძმა დაშავდა. დაშავებულები კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” გადაიყვანეს. “სავარაუდოდ, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. ერთმა  ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა. “დაჭრილი ბავშვი ამბობს, რომ ისინი ბებიასთან მიდიოდნენ, […]

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი მაგნიტი აფეთქდა

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი მაგნიტი აფეთქდა

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა –  შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. აფეთქება გაგკაევის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ მაგნიტში მოხდა. აფეთქების დროს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მომხმარებლები არ იმყოფებოდნენ. მაშველებმა აღმოაჩინეს 33 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებიდან გამოსვლა მოახერხა. ის თავს კარგად გრძნობს. “ჩემ გარდა იქ არავინ იყო” – უთხრა ზურაბ ზასეევმა ჟურნალისტებს.

მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა – ვიდეო

მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა - ვიდეო

მადრიდის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია. აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა. „მადრიდის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამაც შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე […]

გონიოში სურმანიძეების სახლში აფეთქება მოხდა – 3 ადამიანი დაშავდა

გონიოში სურმანიძეების სახლში აფეთქება მოხდა - 3 ადამიანი დაშავდა

გონიოში, მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც წუხელ, 8 იანვარს, ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 პირი დაშავდა. აფეთქება სურმანიძეების სახლში მოხდა. დაშავებულთა შორის თურქეთის მოქალაქეცაა, რომელიც სახლში მდგმურად იმყოფებოდა, ის კლინიკა “ბიემსიში” შოკური ტრავმით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, მას 3-4 მოტეხილობა აღენიშნება. როგორც […]

აფეთქება იემენის აეროპორტში

აფეთქება იემენის აეროპორტში

იემენში, ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმები ისმოდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში იემენის თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ბორტი საუდის არაბეთიდაბ ჩაფრინდა ადენში. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ- მინისტრი მაინ აბდულმალიკი, ქალაქში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში უსაფრთხოდ გადაიყვანეს. თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათეულობით მოქალაქე. ახლად შექმნილი მთავრობა პრეზიდენტ […]