ჭდე: აფეთქება

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს – 13 სამხედრო დაიღუპა

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს - 13 სამხედრო დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი- დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე მოძრაობდა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ

ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა

ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა

ვარკეთილში, აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულში – 60 წლის მამაკაცი დაიღუპა

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულში - 60 წლის მამაკაცი დაიღუპა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯართში გაურკვეველი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. ჯართის გადამუშავების დროს კი აფეთქება მოხდა და მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღევავს გულისხმობს.

აფეთქება სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება – რა მოხდა კაბალში

აფეთქება სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება - რა მოხდა კაბალში

“ტვ პირველმა” ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც ემზარ მამედოვის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდო და სახლი ავტომატით დაცხრილა. “პირველების” კორესპოდენტმა სახლის ფასადსა და ფანჯრებზე ათზე მეტი ნატყვიარი დათვალა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, გამნაღმველებმა მამედოვის სახლიდან სავარაუდოდ, ფ1 ტიპის ხელყუმბარა გამოიტანეს, რომელიც გამთენიისას არ […]

კაბალში იმზარ მამედოვს ხელყუმბარა აუფეთქეს

კაბალში იმზარ მამედოვს ხელყუმბარა აუფეთქეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. იმზარ მამედოვის აფეთქების მცდელობა ბიზნესწილების ირგვლივ არსებულ დავას უკავშირდება. საუბარია 14 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომლის შეძენით ორი ადგილობრივი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, მიწას იმზარ მამედოვის შუამავლობით ერთ-ერთი ბიზნესმენი […]

დუბაის პორტში გემი აფეთქდა

დუბაის პორტში გემი აფეთქდა

დუბაიში, “ჯებელ – ალის” პორტში მდებარე გემის კონტეინერში აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, არ არის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. ხანძარი კონტროლდება. “გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ჯებელ – ალის პორტში გემის, კონტეინერში. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის გუნდი მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად”, – ნათქვამია დუბაის მედიის ოფისის “ტვიტერზე” განცხადებაში.დუბაიში CNN- ის რამდენიმე […]

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში, კერმანის პროვინციის ქალაქ ზარანდში ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოწვია. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად შეძლეს. აფეთქების შედეგად ქარხანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დღის მანძილზე ეს ირანში ქარხანაში მომხდარი აფეთქების უკვე მე-3 შემთხვევაა.

ქელბაჯარში 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ქელბაჯარში 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტია – ტელევიზია აზტვ-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო აზერტაგის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი. დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იპნ

ქუთაისში გაზით დატვირთული მანქანა აფეთქებას გადაურჩა

ქუთაისში გაზით დატვირთული მანქანა აფეთქებას გადაურჩა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, […]