ჭდე: აქცია

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვეს

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვეს

ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში აქცია გამართეს. მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილებები, დისკრიმინაციული კარანტინი და რეგულარული ფრენების გაუქმება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მთავრობის რეგულაციებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, რათა სამუშაო და სტუდენტური ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნება სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეძლონ. ვინაიდან ჩვენი შემოსავალი არ აღემატება იმ თანხებს, რაც რეალურად ბილეთის ფასია, ჩვენთვის უფრო პრაქტიკული […]

რუსეთი პუტინის გარეშე – ხაბაროვსკის მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

რუსეთი პუტინის გარეშე - ხაბაროვსკის მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში გამართულ კრემლის საწინააღმდეგო მორიგ საპროტესტო აქციაზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც „როიტერსი” იტყობინება, ხაბაროვსკის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან 9 ივლისს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო. ფურგალი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ის უარყოფს. მხარდამჭერების განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დემონსტრანტები მთავრობის შენობასთან სკანდირებდნენ: „თავისუფლება”, „პუტინი გადადგეს!”, პლაკატებზე კი ეწერათ: „რუსეთი პუტინის გარეშე”. ქალაქის ხელისუფლების […]

ათენის ქართული ემიგრაცია 8 აგვისტოს აქციისთვის ემზადება

ათენის ქართული ემიგრაცია 8 აგვისტოს აქციისთვის ემზადება

ათენის ემიგრაცია 8 აგვისტოს აქციისთვის ემზადება. ამის შესახებ ფეისბუქში Ⴋარინა Ⴂელოვანი-მა დაწერა: “ათენის ემიგრაცია, 8 აგვისტოს აქციისთვის ემზადება! ვუერთდები აქციას, მეც იქ ვიქნები. ვისაც სამშობლოს დაკარგული მიწა-წყალი, მისთვის უსამართლოდ დაღვრილი სისხლი და დაღუპულები გაწუხებთ, შეუერთდით საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აქციის ორგანიზატორია. P.S.: საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს ჩართულობას, ცილი რომ არ დამწამონ, აქციას მხარს არ უჭერდაო, რადგან უკვე […]

დღეს 19:00 საათზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება

დღეს 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ. ამავე ინფომაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია. “დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით […]

სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს

სომხეთში სამართალდამცველებმა 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. სამსახურში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის დაკითხვა მიმდინარეობს. „91 ადამიანი დაკავებულია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. ისინი სამ საათს დაყოფენ პოლიციის განყოფილებებში და შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ გათავისუფლდებიან“ , – განაცხადეს პოლიციაში. კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცარუკიანის კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, […]

სიეტლში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

სიეტლში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

სიეტლში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქცია მანათობელი ყუმბარებისა და ძალის გამოყენებით დაშალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომანია CNN-ი ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ისმის პოლიციელების ხმა, რომლებიც მომიტინგეებს აფთხილებენ. კადრებში ჩანს თეთრი კვამლი და ისმის ხმაური. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე სიეტლის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სიეტლის […]

ბარსელონაში ნისანის მუშებმა საბურავები გადაწვეს – ვიდეო

ბარსელონაში ნისანის მუშებმა საბურავები გადაწვეს - ვიდეო

ბარსელონაში ასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა და საბურავები დაწვა. აქციის მიზეზი იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანის“ მიერ ბარსელონაში ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება გახდა. ქარხნის თანამშრომლებმა ავტოინდუსტრიისა და ბარსელონას ქარხნების ერთიანი ევროპული მხარდაჭერა მოითხოვეს. ამასთან, დემოსტრანტების აზრით, უსამართლობაა, როცა კომპანია ქარხნებს ინარჩუნებს მაგალითად, ინგლისში, ხოლო იმავე ევროპული ქოლგის ქვეშ მყოფ ესპანეთს მხარს არ უჭერს. ქარხნის დახურვა პირდაპირ შეეხება მასში […]

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა. 30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლე როინ კახაძემ […]

“გადაავადეთ გადასახადები!” – რუსთავში სოკარის ოფისთან აქცია გაიმართა

"გადაავადეთ გადასახადები!" - რუსთავში სოკარის ოფისთან აქცია გაიმართა

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” რუსთავის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსთაველებისთვის ბუნებრივი აირის გადასახადის გადავადება იყო. სამოქალაქო აქტივისტის, გივი შანიძის განცხადებით, კომპანია გადაუხდელობის გამო რუსთაველ აბონენტებს გაზმომარაგებას უწყვეტს. “ადამიანები იცავენ თვითიზოლაციის წესებს და როგორ უნდა მოახერხო ფულის შოვნა, რომ თან გადასახადები გადაიხადო და თან იზოლაციის […]

“მტრები აქ არიან და არა ამერიკაში” – თეირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ გაზით და ხელკეტებით დაშალა

"მტრები აქ არიან და არა ამერიკაში" - თეირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ გაზით და ხელკეტებით დაშალა

თეირანში, გვიან ღამით აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არიან დაშავებულები. “მტრები აქ არიან და არა ამერიკაში”- სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილი ირანელები. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომელზეც ძირითადად სტუდენტები შეიკრიბნენ, მოკლული ირანელი გენერლის პოსტერები ჩამოხსნეს და დაწვეს. ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის […]