ჭდე: აქცია

რუსთაველზე აქცია იწყება

რუსთაველზე აქცია იწყება

ყველა ვინც თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მათი ხმები მოიპარა, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები გაყალბებულ შედეგებს ისევ ქუჩაში აპროტესტებენ. მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. “მოთხოვნა არის ხელახალი არჩენვები სანამ ეს არ გაკეთდება არცერთი […]

ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

ერევანში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 129 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ : „ფაშინიანი მოღალატე!“ 10 ნოემბერს სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის […]

“ხალხის ხმების ქურდები უნდა წავიდნენ” – ცესკოსთან პროტესტი გრძელდება

"ხალხის ხმების ქურდები უნდა წავიდნენ" - ცესკოსთან პროტესტი გრძელდება

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ “ხმების ქურდები არ წავლენ”. “პროტესტი გაგრძელდება, ხალხის ხმების ქურდები უნდა წავიდნენ. მოვლენების განვითარება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს ყველაფერი შარშან გავიარეთ, წყლის ჭავლიც გავიარეთ, დარბევებიც და დაპატიმრებებიც. ყველაფერზე ადეკვატური პასუხი იქნება, რაც არ უნდა კომენდანტის საათი დააწესონ, პროტესტი მაინც იქნება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. მე მივმართავ მათ დროზე […]

ცესკოსთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს წყალი შეასხა

ცესკოსთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს წყალი შეასხა

პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს. პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას წყლის ჭავლის მანქანებით ამ წუთებშიც ცდილობს. იპნ

„ვინც პარლამენტში შევა, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს“ – გურამ ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილი - „ქიბარ,  ისტორიაში შეხვალ, შენი „პოჩერკით“... ბრძოლა გრძელდება“

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ “ოცნება” მიდის ვაბანკზე, რადგან შეუძლებელია, რომ ასეთი ძალადობით ჩატარებული არჩევნების შედეგები დიდხანს შეინარჩუნოს. – ხომ შეიძლება, რომ “ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტითაც მშვენივრად იგრძნოს თავი? – “ოცნება” ვერ შექმნის ერთპარტიულ პარლამენტს. ახალ პარლამენტში ვერც შევლენ. შეუძლებელია, ქართველმა ხალხმა აპატიოს “ქართულ ოცნებას” ის, რაც მან ჩაიდინა. კვირას, 3 საათზე, არის […]

აქცია ივანიშვილის რეზიდენციას მიადგა

აქცია ივანიშვილის რეზიდენციას მიადგა

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. იპნ

მერაბ კობიაშვილის ახლობლებმა გორში აქცია გამართეს – “ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ძალიან ჭიანურდება”

მერაბ კობიაშვილის ახლობლებმა გორში აქცია გამართეს - "ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ძალიან ჭიანურდება"

გორში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. გორის სასამართლოსთან დაკავებულის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. მსაჯულების შერჩევა, რომელიც ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, კვლავაც გრძელდება. დაკავებულის ახლობლები ფიქრობენ, რომ შერჩევის პროცესს პროკურატურა აჭიანურებს. ცნობილია, რომ ბრალდებულმა საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულებს მიანდო. ბრალდებულ კობიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება არაერთხელ შეეცადა საქმეში […]

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. “25 წელია […]

კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი აქცია გაიმართა

კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი აქცია გაიმართა

11 სექტემბერს კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფისა და რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. აქციის ორგანიზატორ „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ განცხადებით, მთელი რეგიონის მასშტაბით მათ 60.000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეები ერთმანეთს შორის დისტანციას იცავდნენ და სახის დამცავ ნიღბებს ატარებდნენ. ბარსელონაში გარკვეულმა ჯგუფმა არასანქცირებული მსვლელობა გამართა. მათ ესპანეთის მეფის, ფელიპეს ოჯახის ნახატი […]

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვეს

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვეს

ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში აქცია გამართეს. მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილებები, დისკრიმინაციული კარანტინი და რეგულარული ფრენების გაუქმება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მთავრობის რეგულაციებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, რათა სამუშაო და სტუდენტური ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნება სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეძლონ. ვინაიდან ჩვენი შემოსავალი არ აღემატება იმ თანხებს, რაც რეალურად ბილეთის ფასია, ჩვენთვის უფრო პრაქტიკული […]