გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალესკინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა. გურანდა გაბუნიას ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს კოლეგებმა, რომლებმაც მის სამსახიობო ღვაწლზე ისაუბრეს. თეატრისა და კინოს მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გურანდა გაბუნიას ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი