ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალესჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ქაშუეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობდა. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ლევან ჩხაიძის ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ლევან ჩხაიძე ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „იბერია“. ბოლოს კი ტელეკომპანია “პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.

იმედინიუსი