ჭდე: დაჭრა

ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს. სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა.

წეროვანში 3 პირის დაჭრისთვის 36 წლის გ.მ. დააკავეს

წეროვანში 3 პირის დაჭრისთვის 36 წლის გ.მ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 […]

ქობულეთში 3 მამაკაცი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში ქუჩური გარჩევის დროს, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. შემთხვევის დროს ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს. ქობულეთის “ევექსის” ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სამი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში  ნახევარი საათის წინ შეიყვანეს, რომლებსაც დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებათ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა.

ახალქალაქში ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი და 3 ადამიანი დაჭრა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

სისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქში – მამაკაცმა ოჯახის წევრები და ახლობლები ცივი იარაღით დაჭრა, მათ შორის დაჭრილია 10 თვის ჩვილიც. ბავშვს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. სისხლიანი დაპირისპირება გუშინ ღამით მოხდა. მძიმეა სიმამრის, სიდედრის და რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. მათგან 2 თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი. ციხიდან გათავისუფლებული პატიმარი ყოფილი ცოლის ოჯახში შურისძიების მიზნით შეიჭრა. […]

ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 8 თვის ბავშვი და 2 ადამიანი დაჭრა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მარტყოფში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მარტყოფში, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ყელის არეში  თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გაშველების დროს მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. გავრცელებული ინფორმაციით, პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]

გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

გლდანში 17 ნოემბერს გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი […]

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით. […]

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში მამაკაცი დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გაგოშიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბიზნესმენი საქართველოში ამერიკიდან 2 დღის წინ დაბრუნდა.

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში, ნაბადის უბანში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული მარკეტ “იოლის” თანამშრომელია. მას ზურგის არეში ჭრილობები შუშის ბოთლით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე ქალია. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე დააკავა. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მთავარი