კლინიკა „გული“ 10 დეკემბერს იხსნება, თანამშრომლები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ „პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა. ანზორ მელიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. „ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვწევარ და კარგად ვარ. ჩემს კლინიკაში მომუშავე პერსონალიც ძალიან კარგად არის. 10-ში ვემზადებით გასახსნელად“,- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის […]
ჭდე: გახსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლებელში ჩარიცხულია 246 სტუდენტი. მისი თქმით, სტუდენტებს ასწავლიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. თევზაძის თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტები სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე მიიღო. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდნეტებთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა პირველ წელს, კოვიდპანდემიის გამო უცხოელი სტუდენტების მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მისივე თქმით, […]
სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია ვირტუალურად გაიმართა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება და დაფარავს ამერიკის 19 შტატს. საქართველოს საკონსულოს ამოცანა იქნება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. რუსთავი 2
“ბაღებში მეტი რისკია, ჯერ არ ვიცით, როდის გავხსნით მათ” – ნათია მეზვრიშვილის განცხადება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით მიღებული არ არის. როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება. „დღესაც გაიმართა მსჯელობა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მსჯელობას. დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი – ნაკლებად. […]
თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო
თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის გადადების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა. შეგახსენებთ, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო.
ჩაქვის ოაზისი გაიხსნა – 924 სტუმრიდან კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდასტურდა
“დრიმლენდ ოაზისში” აღებული ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიოლოგიური ნიმუში სულ 924 ადამიანს აუღეს და როგორც გაირკვა, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ექიმების კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ სასტუმრო ჩაკეტეს და 900-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდნენ. ამ დროისთვის, “დრიმლენდ […]
ჩაქვის ჩაკეტილი სასტუმრო “ოაზისი” კალაძის სიდედრის გამოსაყვანად 15 წუთით გახსნეს
კორონა ვირუსის შემთხვევის გამო ჩაკეტილი ჩაქვის სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” მხოლოდ 15 წუთით გაიხსნა. ტერიტორია ექიმთა იმ ჯგუფმა დატოვა, რომელთაც ჩაქვის სასტუმროში კონფერენცია უტარდებოდათ. ამ ექიმთა ჯგუფიდან ერთ-ერთს covid-19 დაუდასტურდა . “მთავარის” ინფორმაციით, ამ ექიმთა ჯგუფში ასევე იმყოფებოდა კახა კალაძის სიდედრი. სავარაუდოდ, სწორედ მის გამოსაყვანად გაიხსნა სასტუმროს ტერიტორია მცირე დროის განმავლობაში. ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული […]
ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, – აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში […]
ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. „ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა. აღმოსავლეთიდან […]
პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა – პირველ ბორტს წყალი გადაასხეს
პარიზის ორლის აეროპორტიდან თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ 26 ივნისს გაიხსნა. საზეიმო განწყობის გამოხატვის ნიშნად, თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტიდან გუშინ დილით პირველ რეისი შეასრულა, აფრენამდე წყლის ჭავლით დაასველეს. ორლის აეროპორტიდან ამ ეტაპზე რეისები 25 მიმართულებით შესრულდება. ცნობისათვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო აეროპორტი 31 მარტს დაიხურა. იპნ