ჭდე: გატაცება

აფხაზეთში არტურ ანქვაბი დააკავეს – მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება

აფხაზეთში არტურ ანქვაბი დააკავეს - მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი, რომელიც ადგილობრივი ფირმის „დანონის“ ხელმძღვანელია, 24 ნოემბერს სოხუმში, საღამოს ექვსი საათისთვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის სამართალდამცავებმა პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული. არტურ ანქვაბი წარსულში დე ფაქტო შსს-ს მილიციის სკოლას […]

გია გორგოშაძის გატაცება სოსო ფხაკაძის ცოლისძმის სახლში დაიგეგმა – ვიდეო

გია გორგოშაძის გატაცება სოსო ფხაკაძის ცოლისძმის სახლში დაიგეგმა - ვიდეო

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის, ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებაში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ოთხივე ბრალდებულმა – რამაზ მენთეშაშვილმა, ვასილ ვასილიადმა, გურამ დგებუაძემ და დავით ფოცხიშვილმა საპროცესო გარიგებას ხელი 23 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში მოაწერეს, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას 7 წლის ნაცვლად, წელიწადნახევარში დატოვებენ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ […]

ახალიბნიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია

”ბიჭები წმინდა გიორგის ეკლესიაში შუადღეს წავიდნენ და შემდეგ აღარავის უნახავს” - ახალუბანში საქართველოს 7 მოქალაქე გაუჩინარდა

საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის […]

ამი­რან დე­კა­ნო­სი­ძის შვილის გატაცებისთვის 4 პირს 13, 14 და 15-15 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ბიზ­ნეს­მენ ამი­რან დე­კა­ნო­სი­ძის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს – 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი – მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო […]

გორში 18 წლის კ.წ.-მ პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე დაამტვრია

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს 10 პოლიციელი დაესხა თავს

შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, […]

“გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა” – ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ

"გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა" - ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ

ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ლაგოდეხის მერმა განუცხადა, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც აგრძელებენ. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოზარდი მდინარეში იმყოფებოდა, როდესაც  სწრაფმა დინებამ გაიტაცა. “ადგილზე ვიყავი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიურო პირობებია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები აქტიურად, შეძლებისდაგვარად […]

რუსმა ოკუპანტებმა დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს

გატაცების მორიგი შემთხვევა – რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს

ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს

უცნობმა პირებმა ბანგლადეშის ავიახაზების „Biman Bangladesh Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალ „Bdnews24“-ისინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩატოგრამის აეროპორტში მოხდა. პორტალის ცნობით, თვითმფრინავი დაკადან დუბაის მიმართულებით რეისს ასრულებს, რომელმაც შუალედური დაშვება სწორედ ჩატოგრამის აეროპორტში განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სწორედ მაშინ გაიტაცეს, როდესაც აღნიშნულ აეროპორტში დაეშვა. მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე […]

კლიენტმა ტაქსი გაიტაცა

კლიენტმა ტაქსი გაიტაცა

თბილისში ტაქსის მძღოლის მანქანა კლიენტმა გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა. „ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა,“ – აღნიშნა დაზარალებულმა. ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა. სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება […]

თამაზ ელიზბარაშვილი – “ვერცხლისფერი ბმვ-თი ჩემი გატაცება უნდოდათ” – ბიზნესმენი მანქანის ნომერს აქვეყნებს

თამაზ ელიზბარაშვილი - "ვერცხლისფერი ბმვ-თი ჩემი გატაცება უნდოდათ" - ბიზნესმენი მანქანის ნომერს აქვეყნებს

ბიზნესმენ და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილს გუშინ იტაცებდნენ. ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა სოცლიალურ ქსელში დაწერა:„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს 00:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას, რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362, ვერცხლისფერი BMW X5.დავრეკე საპატრულო პოლიციაში. რეაქცია ნოლი. ეხლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში.“ მოგვიანებით, სოციალური ქსელითვე თამაზ ელიზბარაშვილმა კიდევ ერთი […]