ჭდე: გია ვოლსკი

გია ვოლსკი – “ახალ მთავრობაში ახალი სახეები არ იქნება”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იხილება კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი და იუსტიციის მინისტრის მნიშვნელოვანი პოსტია შესავსები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ახალ სახეებთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც ამ ფორმულირებას ახალისებს, ეს არის სკანდალის წარმოშობის აუცილებლობა, რომელსაც განიცდის კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ტელევიზიები, სხვა არანაირი საფუძველი, რომ […]

კალაძე – “ჩვენს გამარჯვებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა”

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური […]

გია ვოლსკი – “ნინო ბურჯანაძე რომ ვიყო, მეც ვიტყოდი, რომ არჩევნები გაყალბდა”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

ღმერთმა დამიფაროს და მეც რომ ვიყო ბურჯანაძე, ვიტყოდი რომ გაყალბდა არჩევნები, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გადაცემაში „რეზიუმე“ “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, სადაც ის ბიულეტენების გადათვლას ითხოვს, ვინაიდან, აქვს ფაქტები, სადაც ჩანს, რომ მას ბიულეტენების რაოდენობა შეუმცირეს. გია ვოლსკის თქმით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს არანაირი საფუძველი რომ ეჭვი შეიტანოს საარჩევნო კომისიის საქმიანობაში. „ყველა […]

გია ვოლსკი – “ქართველები მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისაა და არა საქართველოსი”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის დაკავებული წევრების თაობაზე დასმულ კითხვას. ვოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ “სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“. “როდესაც […]

გია ვოლსკი – „აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა“

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად გატარებული ღონისძიებები დადებითად ფასდება. „ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა: •სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, […]

“ესენი პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან” – გია ვოლსკიმ ოპოზიციას დაცინა

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. „რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის […]

გია ვოლსკი – მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას გაძევება მოითხოვა - რა მოხდა პარლამენტში

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და გაიმარჯვეს არჩევნებში“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის მცდელობა აერთიანებს. “პერსპექტივა არ გააჩნიათ, რომ ეს თემები არათუ გადაწყვიტონ, არამედ საერთოდ ისაუბრონ. საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან, თითქოს ჰქონდეთ დიდი რესურსი, რომ არჩეულ იქნენ ის ადამიანები, […]

ვოლსკი ბაჩალიაშვილზე – “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი”. მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”. “არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, […]

ოქტომბერში გამოჩნდება ვინა გოიმი და ვინ სვეტი – ვოლსკი კობახიძეს იცავს

ოქტომბერში გამოჩნდება ვინა გოიმი და ვინ სვეტი - ვოლსკი კობახიძეს იცავს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, კობახიძემ შალვა რამიშვილის POSTV-ში თქვა, რომ ისეთი “გოიმური” ოპოზიციური სპექტრი, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება. ვოლსკის თქმით კი “გოიმურია თუ სვეტური ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები”. „ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ […]

”პოლიცია გია ვოლსკის დაკითხვას აპირებს” – ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

”პოლიცია გია ვოლსკის დაკითხვას აპირებს” - ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, ახლა კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა. რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, ზვიად კუპრავას განცხადებით, მან გამოკითხვის ოქმში ოფიციალურად მიუთითა, რომ ვოლსკი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით. […]