ჭდე: კალაძე

“პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ” – კალაძე მკურნალობას აგრძელებს

კალაძის "ოცნებიდან" წასვლა რამდენიმე დღეში გაფორმდება

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა პოლიტიკურ მომავალს „ქართულ ოცნებაში“. როგორც კალაძე განმარტავს, მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკიდან წასასვლელად. „მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის […]

კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა – ეს მას 36.427 ლარი დაუჯდა

კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა - ეს მას 36.427 ლარი დაუჯდა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა. სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი […]

კალაძე კლინიკას ხვალ დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს

კალაძის "ოცნებიდან" წასვლა რამდენიმე დღეში გაფორმდება

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკას ხვალ დატოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი სახლში გააგრძელებს მკურნალობას. ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას […]

გახარია-კალაძის ტანდემი გარდაუვალია – პაატა ზაქარეიშვილი

"კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს" - ლაშა ჩხარტიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” გახარიას გააქტიურებაზე საუბრობს. – გახარია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? – შესაძლოა არ მიიღოს და დაელოდოს, სიტუაცია როგორ შემობრუნდება. დღეს სამი თავი აქვს ამ ბაყბაყდევს, სახელად “ქართული ოცნებას”. ეს არის კობახიძე და მისი გუნდი, ეს არის გახარია, რომელიც ჯერ ჩრდილშია, მაგრამ მისი ყურები უკვე ჩანს და მესამე კახა კალაძე, რომელიც დღეს […]

თალაკვაძე – “თბილისის მერობას ისევ კალაძეს შევთავაზებთ”

თალაკვაძე - "თბილისის მერობას ისევ კალაძეს შევთავაზებთ"

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მიმართულებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახი კალაძე იქნება. “კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი […]

“კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა” – ზურაბ ფაღავა

თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, -ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა. “ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს […]

“კალაძე ოპოზიციაში გადავა ივანიშვილთან შეთანხმებით” – ლადო სადღობელაშვილი

კალაძის "ოცნებიდან" წასვლა რამდენიმე დღეში გაფორმდება

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ კალაძეს ძალიან ბევრი გარღვევა აქვს და მას  რომ მერად აღარ გაუშვებენ. – შეიძლება წავიდეს ოპოზიციაში? – რატომ უნდა წავიდეს ოპოზიციაში, იმის იმედით, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს? მე მეეჭვება, რომ ამის ამბიცია ჰქონდეს, ან შესაძლებლობა. კალაძის უკან ძალიან ბევრი შავი ლაქაა. ისევე, როგორც გახარიასთან მიმართებაში. ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ და […]

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კალაძეს დაუდასტურდა

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კალაძეს დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა კახა კალაძის პოსტი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა. ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. დაავადების მიზეზებია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი; ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია, არტერიების გასკდომა და სხვა. დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი […]

კალაძე – “დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, კლინიკაში გამოკვლევებზე ვარ”

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ […]

“გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთად სერიოზულ ძალას შექმნიან” – ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდა

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ გიორგი გახარია, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანდებიან, პარტიის შექმნისთანავე მესამე ძალად ჩამოყალიბდებიან. „თეორიულად სამი პიროვნებაა დღეს რომელთა გაერთიანება, თუ ეს შესაძლებელია, იქნება წამყვანი ამ მიმართულებით. თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი შეძლებენ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, მაშინ ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმისა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მას გაცილებით მეტი […]