ჭდე: ნიუ იორკი

ნიუ იორკი შეზღუდვების მოხსნის მე-3 ეტაპს იწყებს – საქართველოს საკონსულოს გაფრთხილება

ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საკონსულოს ცნობით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს შეზღუდვების ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. „მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას. „COVID-19-ით ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები […]

ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება

ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, “კომენდანტის საათი” აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება. ამის შესახებ მერმა „ტვიტერის“ გერდზე დაწერა. „ჩვენ ვაუქმებთ “კომენდანტის საათს”. ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გუშინ და გასული ღამით ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან აჩვენა“ , – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა. გარდა ამისა, მისი თქმით, ორშაბათს ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მოხსნის პირველ ფაზას იწყებს, […]

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ რამდენიმე წუთის წინ დაწერა. „ნიუ იორკელებო, მე ვესაუბრე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საღამოს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ის ძალაში შევა 23:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 05:00 საათამდე“, – დაწერა ნიუ იორკის მერმა. მანამდე გავრცელდა ცნობა, […]

კუომო – “ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა”

კუომო - "ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა"

ნიუ-იორკის შტატში გასული დღე-ღამის მანძილზე 139 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა იკლებს. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო შტატში ეს რიცხვები, კარგი ამბავია. “სხვა დროს და ადგილას, მე რომ ეს სიახლე გადმომეცა, ძალიან შოკისმომგვრელი იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ გარემოებაში კი არ არის შოკისმომგვრელი. იმასთან შედარებით, სადაც […]

აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 35% ნიუ იორკზე მოდის

აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 35% ნიუ იორკზე მოდის

აშშ-ში ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 422.800-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 22.187, რაც ინფიცირებულთა 5,2%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 14.473, რაც ინფიცირებულთა 3,4%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ინფიცირებულთა 35%, ანუ 149.316 ადამიანი, ნიუ იორკზე მოდის.

ნიუ იორკში 64 წლის ქართველი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნიუ იორკში 64 წლის ქართველი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი. „სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან […]

კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა

კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა

ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ კორონავირუსის გამო, გააუქმა კონფერენცია “Doing Business Under Coronavirus”, რომელიც 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარი განხილვის თემა უნდა ყოფილიყო რა გავლენა მოახდინა მსოფლიო ბიზნესზე კორონავირუსმა. საგარეო ურთიერთობათა საბჭომ ასევე კორონავირუსის საფრთხის გამო, გააუქმა ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც 11 მარტიდან 3 აპრილამდე უნდა ჩატარებულიყო. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა […]

”გულნარა წიკლაური ნიუ იორკში თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი, ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია”

ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა - ”ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება”

ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, გულნარა წიკლაურის, გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ამის შესახებ ნანული ცხვედიანმა ფეისბუქში დაწერა: ”ის გარდაიცვალა ნიუ -იორკში, საკუთარ სახლში. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მოუძიებიათ და თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი. სამედიცინო დათვალიერებით, მას ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია. რაც შეეხება დაკრძალვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი. გულნარა […]

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული […]

ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია

ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია

ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციაში განუცხადეს. შემთხვევა ქუინსის რაიონში მოხდა. ბავშვების ასაკი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი, 52 წლის ქალი, პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში დააკავა. თავდასხმის […]