კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა

კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდანიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ კორონავირუსის გამო, გააუქმა კონფერენცია “Doing Business Under Coronavirus”, რომელიც 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარი განხილვის თემა უნდა ყოფილიყო რა გავლენა მოახდინა მსოფლიო ბიზნესზე კორონავირუსმა.

საგარეო ურთიერთობათა საბჭომ ასევე კორონავირუსის საფრთხის გამო, გააუქმა ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც 11 მარტიდან 3 აპრილამდე უნდა ჩატარებულიყო.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ კორონავირუსის გამო, ნიუ-იორკში უკვე რამდენიმე ღონისძიება გააუქმა.

ამ დროის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პია