ჭდე: ფილიპე კოუტინიო

ლივერპული კოუტინიოში 180 მილიონს ითხოვს

ლივერპული კოუტინიოში 180 მილიონს ითხოვს

ლივერპული ფილიპე კოუტინიოს ტრანსაფერში 180 მილიონ ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერსისაიდელები კოუტინიოს არ გაყიდიან. კოუტინიოს შეძენით ბარსელონაა დაინტერესებული, თუმცა როგორც ჩანს კატალონიურ გუნდს კვლავინდებურად ექნება სირთულეები ამ საკითხთან დაკავშირებით. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კოუტინიოს ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ლივერპული თავისი ერთ-ერთი ლიდერის იოლად დათმობას არ აპირებს. აღსანიშნავია რომ კოუტინიომ ლივერპულის ბოლო შეხვედრა გამოტოვა.

პაულინიომ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრა

პაულინიომ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრა

ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ თავის თანამემამულზე ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა რომ ძალიან გაუხარდება მის გვერდით თამაში. პაულინიოს აზრით კოუტინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია. ”ფილიპე ჩემი მეგობარია და მას ხშირად ვუყვები ბარსელონაზე. ჯერჯერობით არ ვიცი თუ სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ მას ჩემს გვერდით ვიხილავ ბარსელონაში. კოუტინიოს მოედანზე თითქმის ყველაფერი შეუძლია […]

ბარსელონა კოუტინიოს 14 მილიონს სთავაზობს

ბარსელონა კოუტინიოს 14 მილიონს სთავაზობს

ბარსელონა ლივერპულის ბრაზილიელ ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს წლიური ანაზღაურების სახით 14 მილიონ ევროს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოუტინიო უკვე იანვარში გახდება ბარსელონას ფეხბურთელი და კატალონიური გუნდი მის ტრანსფერში 140 მილიონ ევროს გადაიხდის. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ესპანური პრესა დარწმუნებულია რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. კოუტინიოს შეძენას ბარსელონა ზაფხულში აპირებდა, მაგრამ ლივერპულმა თავის ერთ-ერთი ლიდერი […]

კოუტინიომ პსჟ-ს ბარსელონა ამჯობინა

კოუტინიომ პსჟ-ს ბარსელონა ამჯობინა

ლივერპულის ბრაზილიელ ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს პსჟ-ში თამაში არ სურს და მისი ოცნება ბარსელონაში გადასვლაა. პსჟ-მ გამოთქვა სურვილი კოუტინიოს შეძენის, მაგრამ ფეხბურთელის აგენტის თქმით ფილიპეს მხოლოდ ბარსელონა აინტერესებს. კოუტინიო შესაძლოა იანვარში გახდეს ბარსელონას ფეხბურთელი, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული თანახმაა 150 მილიონის სანაცვლოდ კოუტინიოს შეელიოს. ბარსელონას ბრაზილიელი ნახევარმცველის ყიდვა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ლივერპულმა კოუტინიოს გაყიდვაზე უარი […]

კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება

კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება

ბრაზილიელი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ შეხვედრაში ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა. კლოპის თქმით კოუტინიო უკვე მზად არის იმისთვის, რომ შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყოს. ბრაზილიელი შემტევი ლივერპულის წინა შეხვედრაში სევილიასთან მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოვიდა, მაგრამ ღირებული არაფერი გაუკეთებია. ყველასთვის ცნობილია, რომ კოუტინიოს ზაფხულში ბარსელონაში გადასვლა სურდა, მაგრამ ლივერპულმა […]

იურგენ კლოპმა კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრა

იურგენ კლოპმა კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფილიპე კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრაზილიელი თავს კარგად გრძნობს და მალე მოედანს დაუბრუნდება. ” კოუტინიოს ვესაუბრე და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად არის და ფილიპე მშვენიერ განწყობაზეა. მალე ის ფორმაშიც ჩადგება და მას მოედანზეც ვიხილავთ”– განაცხადა კლოპმა. ლივერპული შაბათს სტუმრად მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას და კოუტინიო […]

ლივერპული კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს

ლივერპული კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს

ლივერპული თავის ბრაზილიელ ნახევარმცველში ფილიპე კოუტინიოში 90 მილიონ ევროს ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა და კოუტინიო უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობაზე და ახლა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ლივერპულის თანხმობაა საჭირო. ლივერპულს კოუტინიოს გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ბარსელონა 90 მილიონს გადაიხდის, მაშინ მერსისაიდელები სავარაუდოდ აზრს შეიცვლიან. ბარსელონას ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერი აქვს დაგეგმილი და კოუტინიო კატალონიური გუნდის ერთ-ერთი […]