ჭდე: ფოთი

ფოთში ჰონდა სატვირთოს დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

ფოთში ჰონდა სატვირთოს დაეჯახა - 1 მამაკაცი დაიღუპა

ფოთში, კოკაიას ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ,,ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა”, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. იპნ

ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გდაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა  დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიყენებული და ასევე, აღენიშნება ორი ნაკვეთი ჭრილობა. “გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და […]

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი მეოთხე დღეა დაკარგულია. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

ფოთში ინკასატორზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

ფოთში ინკასატორზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დაკავებული ორი პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ […]

ნაციონალების მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში წამოვიდნენ

ნაციონალების მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში წამოვიდნენ

ფოთში, დღეს დილით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ. 100-მდე ადამიანი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან. „ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ, “- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა. იპნ

ფოთში სატვირთო მანქანა ამობრუნდა – დაშავდა მძღოლი

ფოთში სატვირთო მანქანა ამობრუნდა - დაშავდა მძღოლი

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. სატვირთოს დაშავებული მძღოლი, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოდან საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოთის მოსახლეობა პანიკაშია – “მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან”

ფოთის მოსახლეობა პანიკაშია - "მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან"

მწერების გამო ფოთის მოსახლეობა პანიკაშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში დიდი რაოდენობით მწერი გამოჩნდა, რომლის ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამ ფაქტის შესწავლას გარემოს დაცვის სამსახური აპირებს – იგეგმება შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება. ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მწერების არსებობის ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ. “მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან, მუდმივად ქავილი მაქვს. არ ვიცი. ამდენი […]

დაჭრილი ქალი ქუჩაში შველას ითხოვდა – ფოთში 25 წლის ქალს ქმრის ბიძამ დანა დაარტყა

დაჭრილი ქალი ქუჩაში შველას ითხოვდა - ფოთში 25 წლის ქალს ქმრის ბიძამ დანა დაარტყა

ფოთში, ნაბადის უბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილიბები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. “სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 25 წლის ქალი შემოიყვანა, მას ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ჭრილობები დამუშავდა, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად […]

ფოთში მეთევზე ტბაში დაიხრჩო

ფოთში მეთევზე ტბაში დაიხრჩო

ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი  თევზაობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმ ტაიმი

სასაფლაოების უკანონოდ მოწყობისთვის ფოთში 1 პირი დააკავეს

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად […]