ფოთის მოსახლეობა პანიკაშია – “მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან”

ფოთის მოსახლეობა პანიკაშია - "მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან"მწერების გამო ფოთის მოსახლეობა პანიკაშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში დიდი რაოდენობით მწერი გამოჩნდა, რომლის ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამ ფაქტის შესწავლას გარემოს დაცვის სამსახური აპირებს – იგეგმება შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება. ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მწერების არსებობის ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

“მწერები არიან, რომლებიც ძლიერად იკბინებიან, მუდმივად ქავილი მაქვს. არ ვიცი. ამდენი მწერი საიდან არის, შემოყვა თუ არა კონტეინერებს“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები სერგეი ბეჩკა.

რუსთავი 2