ჭდე: შეხვედრა

ოპოზიციის შეხვედრა ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა

ოპოზიციის შეხვედრა ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი იყო. ვაშაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. „ყოველგვარი დიპლომატიის […]

ხელისუფლება ოპოზიციას შეხვდა

ხელისუფლება ოპოზიციას შეხვდა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო […]

გახარია პატრიარქს 10 წუთით შეხვდა

გახარია პატრიარქს 10 წუთით შეხვდა

პრემიერი მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. მან საპატრიარქოში მხოლოდ 10 წუთი დაჰყო. უცნობია რა თემაზე ისაუბრეს პატრიარქმა და გახარიამ. ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენლები, თუმცა შენობაში არც ოპერატორი და არც გახარიას პირადი ფოტოგრაფი შეუშვეს. გახარიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად უცნობია რაზე ისაუბრეს მხარეებმა. ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, შეეხნენ თუ არა პატრიოარქი და […]

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა – “ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს”

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა - "ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს"

გიორგი კვირიკაშვილს ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში გიორგი კვირიკაშვილთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, კვირიკაშვილს გუშინ ნადვილად შეხვდა, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ აქვს. „ის არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი […]

ლავროვი – “ჩემთან შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა”

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით გაიმართა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ზოგიერთი კომენტარი ამ შეხვედრის თაობაზე მის „ღიმილს და გაოცებას“ იწვევს. „კომენტარები რომლებსაც თვით ქართველები აკეთებენ“, […]

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული […]

ქიბარ ხალვაში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება

ქიბარ ხალვაში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება.შეხვდრას ასევე ესწრება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძისთვის წილების გადაცემის საკითხია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით დვალმა აღნიშნა, ისინი მოისმენენ ქიბარ ხალვაშის წინადადებას. ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი […]

ბესელია _ ”თალაკვაძე კობახიძის მძიმე მეკვიდრეობას შეცვლის”

ბესელია _ ”თალაკვაძე კობახიძის მძიმე მეკვიდრეობას შეცვლის”

დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეცვლის კობახიძის დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას – ეკა ბესელია დახურულ კარს მიღმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პარტია “სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძესთან ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხები განიხილეს. “ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საარჩევნო ცვლილებები კონსტიტუციაში და კონსტიტუციურ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მსჯელობა უნდა გაგრძელდეს გაუნაწილებელი მანდატების, სარეკლამო დროისა და პარტიების დაფინანსებისა საკითხზე. […]

ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა

ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. „მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, – მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს. აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა. „ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, […]

გახარია დღეს 8 საათზე ჟურნალისტებს შეხვდება

გიორგი გახარია - "ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია“

შს მინისტრი გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. პრესკონფერენცია 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის თემა უცნობია. სავარაუდოდ, საუბარი 20 ივნისის ღამის აქციის დარბევა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებს შეეხება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია, პარლამენტში მისი ინიციტივით ხვალ უნდა მისულიყო. თუმცა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება დღეს შეცვალა. მედიის წარმომადგენლებს ხვდება პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის ხელმძღვანელის ბრიფინგი 19:00 საათზეა ჩანიშნული.