ოპოზიციის შეხვედრა ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა

ოპოზიციის შეხვედრა ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდაშეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი იყო. ვაშაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ. მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იპნ