ჭდე: სოხუმი

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე “ასტიკა” რომელიც კიდევ ერთ გუდაუთელ “კანონიერ ქურდთან” ალხას ავიძბასთან (“ჰასიკი”) ერთად დაიჭრა სოხუმის სანაპიროზე, რესტორან “სან რემოსთან” მომხდარი სროლის შედეგად, კლინიკაში გადაყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. ინფორმაცია აფხაზურ ინტენეტფორუმებზე ვრცელდება. 38 წლის ასტამურ შამბა და მისი თანატოლი ალხას ავიძბა სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორანში სადილობდნენ, როცა სამმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა […]

“ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე – თბილისში” – მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა

"ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე - თბილისში" - მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა

მოსკოვში აფხაზური წარმოშობის ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნიაზ ძიაპშპას შვილი თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. თამაზის მეგობრის, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, მან ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტის ერთი ნაწილი თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი სოხუმში დაკრძალონ. მამა ალექსანდრე და თამაზ ძიაპშპა ბავშვობის მეგობრები არიან და თბილისში ერთად გაიზარდენ. თამაზი თავს […]

მოხდება თუ არა სოხუმში მორიგი რევოლუცია? – „ამცახარამ“ სახალხო შეკრება დააანონსა

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხაჯიმბა და კვიწინია გავიდნენ

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 17 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს პარტია „ამცახარას“ ლიდერის, დეფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს. იგი დეფაქტო არჩევნების შედეგს არ ეთანხმება და მის გაბათილებას მოითხოვს. ამ დღეს მოსახლეობას „ამცახარამ“ სახალხო შეკრებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, გამარჯვებულად გამოცხადებული რაულ ხაჯიმბა მოლოცვებს იღებს. მას გამარჯვება რამდენიმე დღის წინ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. უზენაესმა სასამართლომ […]

სოხუმში ოპოზიციამ მთავრობას მოუგო და აქცია შეწყვიტა – საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გადაიტანეს

სოხუმში ოპოზიციამ მთავრობას მოუგო და აქცია შეწყვიტა - საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გადაიტანეს

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ და  ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. როგორც უკვე ცნობილია, თავდაპირველად არჩევნები 21 ივლისს იყო დაგეგმილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას ოჯახი არჩევნების ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას შეძლებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ უვადო აქციის დაწყების შესახებ […]

აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა – სოხუმში პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული

აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა - სოხუმში პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული, სადაც ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვს, რაზეც დღეს პარლამენტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. „ვთხოვდით, საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანას. ხალხის ეს თხოვნა იგნორირებულია. ამის შემდეგ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. წინასწარ ვთხოვთ ხალხს, არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ აყვნენ შეურაცხყოფას […]

სოხუმში მე-2 საშუალო სკოლა დაიწვა – ვიდეო

სოხუმში მე-2 საშუალო სკოლა დაიწვა - ვიდეო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მე-2 საშუალო სკოლაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა როგორც დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყება იტყობინება, ცეცხლმა სახურავის კონსტრუქცია დააზიანა და არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე. მთლიანობაში ხანძარი 1500 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიუპოსტი

სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა – პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა

სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა - პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა

რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ბაზრის ტუალეტში ახალშობილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ბაზრის თანამშრომლების თქმით, ტუალეტის კაბინაში შესული ქალი დიდი ხანი გარეთ არ გამოდიოდა, კითხვაზე ცუდად ხომ არ იყო, ქალი პასუხობდა რომ მუცლის ტკივილი აწუხებდა. საკმაო ხნის შემდეგ ქალი ტუალეტიდან გამოვიდა და სახელს ხელებით იფარავდა, ბაზრის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, რატო იყო […]

კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისგან დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას მოითხოვს

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება უთანხმოება რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. ფინანსების გარდა, ერთ-ერთი სადაო საკითხი საზღვარია. მხარეები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთს ვერ იყოფენ. გარდა ამისა, რუსეთს ფსოუზე შეზღუდვები აქვს დაწესებული, აფხაზეთიდან რუსეთში ადვილად არავის უშვებენ, რაც აფხაზების უკმაყოფილებას იწვევს. “მარჩენალი” და “სტრატეგიული პარტნიორი” ამას აფხაზეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით ხსნის. […]

სოხუმში შევარდნაძის დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ არძინბამ ოპერაცია შეაჩერა

სოხუმში შევარდნაძის დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ არძინბამ ოპერაცია შეაჩერა

სექტემბრის ბოლო დეკადა ოკუპირებულ აფხაზეთში ომში “გამარჯვების” ზეიმებს ეძღვნება. წელს აფხაზეთის მოვლენების 25 წლისთავია. ამის გამო ღონისძიებების რაოდენობა გაიზარდა. ამ დღეებში აფხაზეთის ძალოვნებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი შემოიღეს. ძალოვნების მთელი შემადგენლობა სოხუმშია მობილიზებული. გამკაცრებულია მიმოსვლა ენგურსა და ფსოუზე. ენგურზე ხალხს მხოლოდ განსაკუთრებული საშვებით ატარებენ. საგანგებო საშვები დაიშვება იმათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰარი […]

წყალდიდობამ სოხუმი დატბორა

წყალდიდობამ სოხუმი დატბორა

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელ წვიმას სოხუმსა და მის შემოგარენში წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სინოპის რაიონში ღვარცოფიც ჩამოწვა და ერთ-ერთი მაგისტრალი დააზიანა. რუსთავი 2