ჭდე: სოხუმი

სოხუმში ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს

სოხუმში ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს

სოხუმში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა აიაირას გამზირზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია გულგაზ მამედოვა. მკვლელი კი მისი ქმარი ვიქტორ ჯანბაა, რომელმაც დანაშაული აღიარა და პოლიციას თავად ჩაბარდა. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. სხვა დეტალები და მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას დეფაქტო შსს ავრცელებს. თუმცა, თვითმხილველების განცხადებით ახალგაზრდა ქალი სახალხოდ […]

სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში მორგი გაძარცვეს. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, შემთხვევა წუხელ მოხდა. თავდამსხმელებმა კარი გატეხეს, მორგში შეაღწიეს და სეიფიც გატეხეს. აფხაზური მედიის ცნობითვე, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კომენტარს არ აკეთებს . ადგილზე კი საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

სოხუმის პარლამენტში გიორგი ლუკავას თბილისისთვის გადმოცემა გააპროტესტეს

სოხუმის პარლამენტში გიორგი ლუკავას თბილისისთვის გადმოცემა გააპროტესტეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავას გადაცემის ფაქტის შესასწავლად კომისია შეიქმნა. როგორც „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს, გუშინ ამ საკითხზე გამართულ რიგგარეშე სხდომას „პარლამენტში“ ე.წ. შსს-ს, ”სახელმწიფო უშიშროების სამსახურის”, ”აფხაზეთის უზენაესი სასამართლოსა” და ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, გარი არშბას განცხადებით, ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ […]

სოხუმის ცენტრალურ პარკში გიორგი ლუკავას გათავისუფლება გააპროტესტეს

სოხუმის ცენტრალურ პარკში გიორგი ლუკავას გათავისუფლება გააპროტესტეს

გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალურ პარკში ათობით ადამიანი შეიკრიბა და დე ფაქტო მთავრობისგან დაზუსტებული ინფორმაცია მოითხოვა, რა პრინციპით გადაეცა ლუკავა ქართველ სამართალდამცველებს. ამის შესახებ 1tv-ი წერს. აქციაში დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი თვლიან, რომ პირი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა „მისჯილი“, დრანდის ციხიდან საიდუმლოდ არ უნდა გაეყვანათ, გაეთავისუფლებინათ ან გაეცვალათ. ამასთან […]

 ხანძარი სოხუმში – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა

 ხანძარი სოხუმში - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა

გუშინ, ღამით სოხუმში, სუპერმარკეტ „სოხუმს“ ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 200 კვადრატულ მეტრი განადგურდა. ხანძარს 30-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სუპერმარკეტი „სოხუმი“ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია.

პუტინი სოხუმში არ ჩადის?

პუტინი სოხუმში არ ჩადის?

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია განთავსებული არ არის. თუმცა 1 აგვისტოს კრემლმა აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, […]

აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში

აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

სოხუმში წყალდიდობაა – ვიდეო

სოხუმში წყალდიდობაა – ვიდეო

სოხუმში გადაუღებლად წვიმს, რამაც ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია, სახლები, სარდაფები, ეზოები. წყალდიდობის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტით გავრცელდა. ყველაზე მეტად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაზარალდა. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

რა კულუარულ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთან

რა კულუარულ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებს არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს ხელისუფლებად არავინ აღიარებს. ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ახალარჩეულმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების წინ და მანამდეც პირობა დადო, რომ „სამხრეთ ოსეთ-ალანიას“ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანს. ჟურნალი `ვლასტ~ ირწმუნება, რომ „პრეზიდენტ“ ბიბილოვის დაპირება ვერ შესრულდება, ვინაიდან, მოსკოვი არაა დაინტერესებული `სამხრეთ […]

სოხუმში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვა

სოხუმში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილს 15 მაისს სოხუმში ცეცხლი გაუჩნდა. აიბას ავტომობილი მის საარჩევნო შტაბთან ახლოს ავტოსადგომზე იყო, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა. სოხუმის ე.წ პროკურორის რუსლან ტირკბას თქმით ამ ეტაპზე ორი ვერსიაზე მიდის მუშაობა ერთი არის ის რომ ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხოლო მეორე ავტომობილს ცეცხლი თავად გაუჩნდა. ნიუპოსტი