ჭდე: სპეცოპერაცია

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და პერიმეტრზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მის ძმას დაკავებისას დროს ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს. „,რატომ დააკავეს არ ვიცი, დაიჭირეს და ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, არაფერი არ ჰქონია. მე დავინახე, რომ ჩაუდეს, უბრალოდ გადაღებული არ მქონდა. ფული, რომელიც ამოიღეს, […]

“2 შეიარაღებულ კაცს 30 მძევალი ჰყავს” – სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში

"2 შეიარაღებულ კაცს 30 მძევალი ჰყავს" - სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში

ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის გამო სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. “კურიერი” ბანკის ერთ-ერთ კლიენტს ესაუბრა, რომელსაც თავდამსხმელებმა შენობის დატოვების უფლება მისცეს. ასაკოვანი ქალის თქმით ის შეუძლოდ გახდა. მისი ინფორმაციით, ბანკში 2 შეიარაღებული პირია შეჭრილი და შენობაში ამ დრომდე დააახლოებით 30 ადამიანი იმყოფება. სპეცოპერაცია “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ცენტრალურ ფილიალში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. სამართალდამცველების […]

სპეცოპერაცია თბილისში – პროკურატურამ რამდენიმე ობიექტიდან დიდი ფული ამოიღო

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში რამდენიმე ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გამოიყენეს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც […]

სპეცოპერაცია ზუგდიდში – დაკავებულია მამაკაცი, ამოღებულია ნარკოტიკები

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სპეცოპერაცია ზუგდიდში – “კურიერის” ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სახლიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მუხლი ცნობილი მას შემდეგ იქნება, რაც სახლიდან ამოღებულ ნივთიერებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ავტომაგისტალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. სამართალდამცავებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფული. სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს. ინფორუსთავი

სპეცოპერაცია დიღმის მასივში – დაკავებულია 2 უცხოელი

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები დიღმის მასივში მუშაობენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. “კურიერის” ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფოამციით, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით, მეტი დეტალის დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.

მოსკოვის გამზირზე გაბუნიას საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება – დაკავებულია 1 პირი

მოსკოვის გამზირზე გაბუნიას საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება - დაკავებულია 1 პირი

მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია ტარდება. “რუსთავის 2-ის” ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და იქ არსებულ ერთ-ერთ საწყობში ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე, დაკავებულია ერთი პირი. ადგილზე  მუშაობენ კინოლოგებიც. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “რუსთავი 2 -თან” სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ქავთარაძეზე სუსის მიერ დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია

ქავთარაძეზე სუსის მიერ დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია

“კურიერის” ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია – მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “კურიერმა” გაარკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი. ირკვევა, რომ პირი მალავდა საკუთარ ვინაობას, სახელს, გვარს და საქმიანობას. “კურიერის” ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვასამბეგ ბოკოვია და ის რუსეთის მოქალაქეა. დაკავებულის […]

სპეცოპერაცია სენაკში – ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია სენაკში - ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია სენაკში – ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო “ვერსალის” მიმდებარედ, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ საქმე თანხის გამოძალვას ეხება. მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მედიასთან არც სასტუმრო “ვერსალის” თანამშრომლები საუბრობენ, თუმცა, როგორც “კურიერთან” ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მან გასროლის ხმა გაიგონა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა

სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე სუს-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებზე განცხადებას სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.