ჭდე: სპეცოპერაცია

სპეცოპერაცია ბათუმში – დააკავეს 2 უცხოელი

სპეცოპერაცია ბათუმში - დააკავეს 2 უცხოელი

სპეცოპერაცია აჭარაში – დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული მახინჯაურში. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ახალგაზრდობის გამზირზე, პირველ ნომერში ჩაატარეს. “კურიერის” ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ. რუსთავი 2

სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე – ბმვ-დან ფული და იარაღი ამოიღეს

სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე - ბმვ-დან ფული და იარაღი ამოიღეს

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული – დოლარის და ლარის კუპიურები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. იპნ

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაკავებულია 1 პირი

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულია 1 პირი

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. იპნ

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – კრიმინალური პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - კრიმინალური პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა

ხმაური ფონიჭალაში – “კურიერის” ინფორმაციით, დილიდან კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმი რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა. გადაკეტილია შიდა გზები, მიმდინარეობს დაკავებები. საქმე სავარაუდოდ ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ეხება.

სპეცოპერაცია ფოთში – დაკავებულია 20 ადამიანი

სპეცოპერაცია ფოთში - დაკავებულია 20 ადამიანი

ფოთში გასულ ღამე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს- სუსთან ერთად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 20-მდე პირი დააკავა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ყველა მათგანის სახლში ჩატარდა. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მართლსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მათ თქმით სახლებიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები, საბანკო რეკივიზიტები. დაკავებულები ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან შეხვედრას ელოდებიან მათი უფლებადამცველები. არსებული […]

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის შსს-ში კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები ნარკორეალიზატორების აყვანის სპეცოპერაციას ატარებენ.

“თბილისში მშვიდობიან აქციაზე მოდიოდა, ეს არის დევნა, ლუკას იარაღი ჩაუდეს” – თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი სამხედროს ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

"თბილისში მშვიდობიან აქციაზე მოდიოდა, ეს არის დევნა, ლუკას იარაღი ჩაუდეს" - თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი სამხედროს ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას და “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ მისი ძმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. მარინა ჩხეტია აღნიშნავს, რომ დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. “ჩემი ძმა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში საბრძოლო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. უკრაინაში ოპოზიციის აქციების დროსაც დააკავეს, თუმცა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც უკრაინაში აგრძელებდა მოღვაწეობას. […]

სპეცოპერაცია თბილისში – სასტუმრო ალიანსში ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში - სასტუმრო ალიანსში ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში – გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული […]

მამუკა არეშიძე – „ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამართულად იმუშავეს“

მამუკა არეშიძე - „ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამართულად იმუშავეს“

 21 ნოემბერს 1 წელი გავიდა გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან. ოპერაციას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია _ დაიღუპნენ სპეცსამსახურის წარმომადგენელი ივანე გოლაშვილი და 3 ტერორისტი, მათ შორის ახმედ ჩატაევი. დაიჭრა 4 სამართალდამცავი. ამ ოპერაციიდან დაახლოებით ერთ თვეში, 26 დეკემბერს, კიდევ ერთი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამჯერად პანკისში. ოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც […]

სპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია 3 პირი

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე სპეოპერაცია ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. სამივე მათგანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნან მობილიზებულნი. ურიდიას ქუჩაზე მცხოვრების თქმით, დაკავებულებს არ იცნობენ და სავარაუდოდ ისინი ამ უბანში არ ცხოვრობდნენ. დაკავებულები შს სამინისტროში გადაიყვანეს. უწყებაში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ საკითხზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.