ჭდე: ცემა

მორჩილი, რომელმაც სამონაზვნო პირი ცემა, პოლიციამ დააკავა

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი, რომელმაც თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში სამონაზვნო პირზე იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში. გამოძიებამ დაადგინა, […]

“ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს” – რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი

"ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს" - რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი

17 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელის მხრიდან წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, პირველ ინტერვიუს “ტვ პირველს” აძლევს. შშმ პირი აღწერს, რა მოხდა მეტროსადგურ “ისანში”. მისი განცხადებით, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, სამორიგეო ოთახში შეიყვანა და მუშტებს თავში ურტყამდა. “კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს”- ყვება […]

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

თბილისის ისანის მეტროში პატრულმა 18 წლის მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მამაკაცი მის კითხვებს ვერ პასუხობდა. სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო […]

ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად ცემეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 45 წლის პოლიციელი გამვლელებმა სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის შუქნიშანზე დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მიყენებული დაზიანებებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე […]

გახარიას თანაგუნდელი მალხაზ თორია მამის საფლავზე 8 კაცმა ცემა

გახარიას პარტიის წევრი ცემეს. “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახა ქემოკლიძე სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიას ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. ქემოკლიძის ინფორმაციით,, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა. მამის საფლავზე მიმავალ თორიას გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, ბმვ-ს მარკის, იქს 3 მოდელის ავტომანქანა, […]

“გოგონებს გვაგინეს, გვაფურთხეს, წიხლები გვირტყეს” – ნიკორაში 3-მა მამაკაცმა 3 ქალი ცემა

"გოგონებს გვაგინეს, გვაფურთხეს, წიხლები გვირტყეს" - ნიკორაში 3-მა მამაკაცმა 3 ქალი ცემა

სუპერმარკეტ ნიკორაში ახალგაზრდა ქალები სცემეს. დაზარალებულები “პირველებთან” ამბობენ, რომ მათ რიგში დგომისას სამი შუახნის მამაკაცი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუსპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, 24 აგვისტოს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე  ფილიაში მოხდა. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. უკვე დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებმაც ცემის შედეგად სახეზე დაზიანებები მიიღეს. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც. – რიგში მდგომმა მამაკაცმა […]

პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდას სცემეს, ისევ შსს-ში მუშაობენ

პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდას სცემეს, ისევ შსს-ში მუშაობენ

მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდა კაცი სასტიკად სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობას ისევ აგრძელებენ. გენერალურ ინსპექციას კი, ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება პოლიციელების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც “მთავარი არხის” მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებით დასტურდება. ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაზარალებულის დედის თქმით, მასთან შვილზე მოძალადე 2 პოლიციელი […]

“ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა” – ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში

"ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა" - ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში

ოჯახური ძალადობის მძიმე ისტორია შიდა ქართლში – ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ წლებია, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ახალგაზრდა ქალის დედა ტვ პირველთან ყვება, რომ მისი შვილის ქმარი დასჯისთვის ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს, სცემს, თუმცა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, პოლიცია არ რეაგირებს. სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალზე დედამთილიც ძალადობდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ცემაში დადანაშაულებული ამ დრომდე […]

ტვ პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 პირი დააკავეს

ტვ პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი – 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ […]

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, განმარტებულია ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობით ფაქტის დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების […]