ჭდე: ცემა

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, განმარტებულია ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობით ფაქტის დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების […]

გურიის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე ცემეს

გურიის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე ცემეს

წუხელ, გვიან ღამით, ურეკის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ,,ტვ პირველმა” ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი წყაროს თქმით, ნაცემ ხუთ პოლიციელს შორის ერთ-ერთი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან ხარაბაძეა. მას დაზიანებები პოლიციის შენობაში დაკავებული შოთა ლოლაძის ახლობლებმა მიაყენეს, რომლებიც ლოლაძის გამოხსნას ცდილობდნენ. დაკავებული ლოლაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს შელაპარაკება მაშველთან მოუვიდა, ვისთანაც სახანძროსთვის წყლის არქონა […]

გორში მამაკაცმა პატრული ცემა

გორში მამაკაცმა პატრული ცემა

გორში, ქალაქის ცენტრში პატრულის თანამშრომელს სცემეს. პატრულის თანამშრომელი სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა, მისი ცემის ფაქტზე კი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. რას მოჰყვა ინციდენტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, დაკავებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკა “გორმედში” აცხადებენ, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გაეწია სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია ბინაზე. მომხდარზე აღძრულია სისხლის […]

27 წლის თორნიკე კაკაურიძე ხონში პოლიციელმა ცემა

27 წლის თორნიკე კაკაურიძე ხონში პოლიციელმა ცემა

27 წლის ახალგაზრდის ოჯახი ხონში პოლიციელს თორნიკე კაკაურიძის ცემაში ადანაშაულებს. კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა. მათი ინფორმაციით, გადაადგილებაზე შეზღუდვა ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც ცემეს. ოჯახის ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. თანმხლები პირის ინფორმაციით, კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ […]

ვარკეთილში კაზინო 777-ის დაცვამ მოქალაქე შუა ქუჩაში ცემა

ვარკეთილში კაზინო 777-ის დაცვამ მოქალაქე შუა ქუჩაში ცემა

ვარკეთილში კაზინო 777-ის დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სცემეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ის  დაცვამ სამორინედან  გააგდო, რის გამოც მან კაზინოს თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ფრაზა მიაძახა. – რამდენიმე დღის უკან გამომაძევეს ე.წ. კაზინო 777-დან ვარკეთილის ფილიალიდან და რომ ვკითხე, რაზე, აი, ასე მინდაო, დღეს უნდა დაისვენოო. დაახლოებით 7 ის ნახევარი იქნებოდა, […]

თბილისში უცხოელი ტურისტი ცემეს

თბილისში უცხოელი ტურისტი ცემეს

თბილისში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა ძველ თბილისში, “მაჭახელასთან” მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი რესტორნის დაცვის სამსხაურის თანმაშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიციამ გამოკითხვაზე 2 პირი გადაიყვანა. ტვ პირველი

დმანისის შესასვლელთან მანქანის მძღოლი ხელკეტებით ცემეს

დმანისის შესასვლელთან მანქანის მძღოლი ხელკეტებით ცემეს

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც. როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა […]

საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს – “ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს”

საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს - "ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს"

თბილისში, საბურთალოზე, პეკინის 21 ნომერში არასრულწლოვან ტრანს გოგოს თავს დაესხნენ – ინფორმაცია ტვ პირველს მადონა კიპაროიძემ დაუდასტურა, რომელიც ძალადობას შეესწრო. კიპაროიძის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. „ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს, გეის ეძახდნან, აგინებდნენ და ურტყამდნენ… საქართველოში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები დაუცველები ვართ, სახელმწიფო ჩვენს ინტერესს არ იცავს.  როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელების იდენტიპიცირება უკვე […]

თბილისში 30 წლის კაცმა ორსულ ცოლს ხელი მოტეხა

თბილისში 30 წლის კაცმა ორსულ ცოლს ხელი მოტეხა

თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა. „პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ხაიშში პოლიციელები ცემეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ხაიშში პოლიციელები ადგილობრივებმა ცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა16 აპრილს მოხდა და მასში, სავარაუდოდ, ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია. კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა. მამაკაცები ერთ-ერთის შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, როდესაც მათ პოლიციამ სახლში წასვლისკენ მოუწოდა, სწორედ ამის შემდეგ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტის მონაწილე ორ პირს […]