ჭდე: ზაალ კასრელიშვილი

”ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, მას თუ ჭკუა აქვს, პოლიტიკისკენ აღარ უნდა გამოიხედოს”

”ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, მას თუ ჭკუა აქვს, პოლიტიკისკენ აღარ უნდა გამოიხედოს”

ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ”ახალ თაობასთან” საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას შეეხო. – საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. წინა კვირაში ეს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მრჩევლად დაინიშნა. ამით, როგორც ამბობენ, ის ივანიშვილმა სრულად ჩამოაცილა პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ? – ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, ივანიშვილი არაფერ შუაშია. ადამიანი ფონდ ქართუში მუშაობდა საშუალო ხელფასზე. […]

რატომ წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში

რატომ წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. კიბერ უსაფრთხოების და ბიზნეს ადმინისტრირების დარგში საპატრიარქოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი განათლების სფეროს სპეციალისტებს უკვე შეხვდა. მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები მაისში […]

“პანკისში სპეცოპერაცია დროულად ჩატარდა, მაგრამ რაღაც კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”

"პანკისში სპეცოპერაცია დროულად ჩატარდა, მაგრამ რაღაც კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს"

რა საფრთხეებია საქართველოს წინაშე, რის შეთავაზებას აპირებს მოსკოვი პროდასავლური ძალებისთვის, რას ნიშნავს კადიროვის მუქარა, ღირს თუ არა სომხეთის გამო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. ზაალ კასრელიშვილი: – პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ეს ტკივილი გასული წლიდან გადმოგვყვა. ერთი მხრივ, სამართალდამცავებმა კანონის დაცვით ჩაატარეს […]

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

 რა ძალები გააქტიურდებიან ციხიდან მერაბიშვილის გამოსვლის შემთხვევაში, რატომ წავიდა პოლიტიკიდან ივანიშვილი, რა შანსი გაუშვა ხელიდან ოპოზიციამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – აქტიურად დგას დღის წესრიგში სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა, შესაძლოა, საპყრობილე ვადაზე ადრე დატოვოს. თქვენი აზრით, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაცა […]

ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს

ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს

ვინ და რატომ აშანტაჟებს “ქართულ ოცნებას”, რა  გეგმას ამზადებს რუსეთი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ შემოდგომაზე რუსეთი საქართველოში რამდენიმე ძალას გაააქტიურებდა. ერთმა პარტიამ უკვე დაიწყო შიმშილობის აქცია. იგივეს გაკეთებას აპირებს ქართული მარში. არის თუ არა ეს ის, რაზეც თქვენ საუბრობდით? […]

“ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა”

"ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა"

– აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა. რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და […]

“რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ივანიშვილი იხსნის”

"რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ივანიშვილი იხსნის"

– დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი ამაზე წავიდეს. ცხოვრება იმიტომ ხდება გაუსაძლისი, რომ ხალხის მღელვარება გამოიწვიონ. რუსული აგენტურა ამ მღელვარებას ხალხის მოწყობილ რევოლუციად გააფორმებს. ხელისუფლებაში მრავლად არიან მოღალატეები და ისინი რუსეთის დავალების შესრულებას შეეცდებიან. საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მათ რეგულარული არმიითაც დაეხმარება. მათი სამხედრო ბაზა თბილისთან ძალიან ახლოს, […]

„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“

„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“

 ოპოზიციის მტკიცებით,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული. – მეეჭვება, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ის, რაც მოხდა, საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ამიტომაც უნდა მოხდეს ამ საქმის სასწრაფო წესით გამოძიება. საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ამ კითხვებს პასუხი უნდა […]

“ხელისუფლება გუგულის კვერცხებით არის სავსე”

"ხელისუფლება გუგულის კვერცხებით არის სავსე"

– 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ხელისუფლებაში მრავლად არიან გუგულის კვერცხები. მხედველობაში მყავს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი ხალხი. მათი დახმარებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფო შეეცდება, საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, – განუცხადა „ახალ  თაობას“  ზაალ კასრელიშვილმა. კასრელიშვილის აზრით, გუგულის კვერცხებს ხელისუფლებაში  სერიოზული გავლენები აქვთ და სერიოზული პატრონებიც ჰყავთ. – იმისთვის, რომ საქართველომ ნორმალური განვითარება შეძლოს, ხელისუფლება მოღალატეებისგან […]

„რუსეთი საქართველოში რელიგიური დაპირისპირებისთვის ნიადაგს ამზადებს“

„რუსეთი საქართველოში რელიგიური დაპირისპირებისთვის ნიადაგს ამზადებს“

– არაკეთილმოსურნე ძალები საქართველოში რელიგიური შუღლის ჩამოგდებას რომ ცდილობენ, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვაცხადებდი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ მხრივ საფრთხეებია აჭარაში, ქვემო ქართლში, პანკისის ხეობასა და მთლიანად კახეთში. პანკისში რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა. რამდენიმე კვირის წინ იქ ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. ეს კონფლიქტი აღარ გამწვავდა იმიტომ, რომ ადგილობრივმა უხუცესებმა და იმამმა […]