ანა დოლიძე – ”იუსტიციის საბჭოში ქალებს ჩაგრავენ”

ანა დოლიძე - ”იუსტიციის საბჭოში ქალებს ჩაგრავენ”„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამკვიდრებულია ქალი წევრების ჩაგვრის კულტურა“, – ასე აფასებს საბჭოს წევრი ანა დოლიძე დღევანდელ სხდომაზე მასსა და საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ანა დოლიძის თქმით, საბჭოს წევრებს განსხვავებული აზრის მოსმენა უჭირთ.

– დღეს რაც დავინახეთ, იძლეოდა საშუალებას, რომ დავფიქრებულიყავით, სასამართლო სისტემის ფარგლებში რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. საბჭოს რამდენიმე კაცი წევრი ერთდროულად თავს დაესხა გამომსვლელ ქალს, დავითვალე, 23-ჯერ შეაჩერეს საკუთარი მოხსენების დროს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის სიმპტომი იმ მთლიან სურათთან ერთად, რომ მაგალითად, არ გვყავს თანაბრად წარმოდგენილი ქალი თავმჯდომარეები, – ამბობს ანა დოლიძე.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად პრეზიდენტმა 8 იანვარს დანიშნა.