ღარიბაშვილის დაბრუნება და წულუკიანის შესაძლო წასვლა – “ხელისუფლება აგონიაშია”

ღარიბაშვილის დაბრუნება და წულუკიანის შესაძლო წასვლა - "ხელისუფლება აგონიაშია"გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, შესაძლოა ერთ-ერთი უწყება ჩააბარონ.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგონიაში.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასაყრდენი არ ჰყავს.

„აგონიაში მყოფი ხელისუფლება უნდა იყო, რომ გამოაცხადო კასტინგი რომ გადაიბიროს ხალხი. დასაყრდენი აღარ ჰყავს, ამიტომ წავიდა ვაბანკზე, დააბრუნა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი ნეგატივი ჰქონდა მის გუნდში. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ისევ ოპოზიციის დემონიზაციას. სავარაუდოდ, ღარიბაშვილს ამზადებენ რაღაცისთვის, ტყუილად არ მოიყვანდა ივანიშვილი, “- განაცხადა უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება “ქართულ ოცნებას” კრიზისიდან ვერ გამოიყვანს.

„რაც არ უნდა მან იფიქროს,რომ ყველაფერს შემისრულებს, ორჯერ თქმა არ დამჭირდება ეს მე აგრესიის მობილიზებას გამიკეთებს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მივმართო, წარმოუდგენელია უკან, დროში საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი განწყობების აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილებები და შენ შეძლო კრიზისიდან გამოსვლა“-აცხადებს ხოშტარია.