თეა წულუკიანი – “ჩემს ადგილს მხოლოდ კაკულიების გუნდში ვხედავ”

თეა წულუკიანი - "ჩემს ადგილს მხოლოდ კაკულიების გუნდში ვხედავ"არ შემიწუხებია ბიძინა ივანიშვილი – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მან იუსტიციის მინისტრობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. თეა წულუკიანი არც ამჯერად აკონკრეტებს მიზეზს, რის გამოც მასსა და სამთავრობო გუნდს შორის უთანხმოება დაიწყო.

წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს.

„იმ შიდა სამზარეულოს  გარეთ გამოტანა, რომელიც იყო გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც იუსტიციასთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, გუშინაც საღამოს მქონდა ამ საკითხზე დისკუსია. ვთლი და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე დაიხურება და ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილთან ერთად ერევანში ვიზიტით მიემგზავრება.

“თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რუსთავი 2