ისანში 1,5 წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ისანში 1,5 წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპაისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 1,5 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.