ჭდე: დიდუბე

სპეცოპერაცია დიდუბეში – ორი კაცი დააკავეს

სპეცოპერაცია დიდუბეში - ორი კაცი დააკავეს

გვიან ღამემდე თბილისში, დიდუბეში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გორის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც, თუმცა რა სახის, კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. უცნობია რა დანაშაულის ჩადენას ედავება უწყება დაკავებულებს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია.

დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისში, დიდუბეში ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დიდუბეში სამი ძმა დაჭრეს 

დიდუბეში სამი ძმა დაჭრეს 

სისხლიანი გარჩევა თბილისში – ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ შუადღისას დაუპირისპირდა. გარჩევის შედეგად, 4 პირი დაიჭრა, აქედან 3 ძმაა. ერთ-ერთი დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ის მუცლის არეშია დაჭრილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ირკვევა, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.  დაპირისპირების დროს ცივი იარაღი გამოიყენეს. […]

დიდუბეში ნასვამი 3 პირის დაჭრისთვის თ.ბ. დააკავეს

დიდუბეში ნასვამი 3 პირის დაჭრისთვის თ.ბ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, […]

დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია

​ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძარი საწყობებში გაჩნდა, გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის, არ არის ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობაც. „ადგილზე ოპერატიულად, რამდენიმე წუთში გამოცხადდა 13 სახანძრო ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გვერდზე მდგომ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების […]

დიდუბეში შოკოლადის საწყობები იწვის

დიდუბეში შოკოლადის საწყობები იწვის

ხანძარი დიდუბეში – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დიდუბეში ბილაინის დაცვის წევრის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში ბილაინის დაცვის წევრის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე 48 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. “მთავარი არხისთვის” ცნობილია გახდა, რომ გარდაცვლილი მუშაობდა ბილაინის ოფისში, სადაც დაცვის წევრი იყო. როგორც “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მთავარი

დიდუბეში საცხობი აფეთქდა – 2 ადამიანი დაშავდა

დიდუბეში საცხობი აფეთქდა - 2 ადამიანი დაშავდა

დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქება ტრანსპორტის ქუჩა ნომერ 2-ში მოხდა. ის ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

დიდუბეში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დიდუბეში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრა დიდუბეში – 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში მიაყენეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. “პაციენტს მარცხენა მხრის სახსრის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს დამატებითი […]

დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდა

დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდა

თბილისის მერია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ტრანსპორტის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ფიქრობდა და ამ მიზნით ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, მანამ, სანამ წინადადებების მიღება დაიწყებოდა, ტენდერს შეწყვეტილის სტატუსი მიანიჭეს. მერიის ცნობით, პიკის საათებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეთა დიდი ნაკადი გადაადგილდება, კონკრეტულად კი საათში 2.500-3.000 ქვეითი. სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების გასამიჯნად დედაქალაქის მთავრობამ 13 მეტრი სიგრძის და 4,5 […]