ჭდე: უსმან დემბელე

უსმან დემბელე: “სათამაშოდ მზად ვარ“

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ განაცხადა რომ ის მზად არის მოედანზე გამოსასვლელად და სათამაშოდ და მას ერთი სული აქვს რომ ეს გააკეთოს. დემბელეს თქმით მან უკვე მოიშუშა ტრავმა და ამჯერად ის შეეცდება რომ ტრავმებმა მას ხელი აღარ შეუშალონ: “ძალიან მომენატრა მოედანზე გამოსვლა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება. დიდი იმედი მაქვს რომ ტრავმები ხელს აღარ შემიშლიან. […]

ბარსელონა უსმან დემბელეს არ გაყიდის

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ბარსელონა თავისი ფრანგი ფორვარდის უსმან დემბელეს გაყიდვას არ აპირებს და დემბელე მომავალ სეზონშიც ბარსელონას ფეხბურთელი იქნება. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დემბელეს ბარსელონაში თამაში აღარ სურდა და კატალონიური გუნდი მის შემცვლელს ეძებდა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა. ბარსელონაში დემბელეს იმედი აქვთ და ოპერაციის შემდეგ ფრანგი ფორვარდი მაისის ბოლოს მწყობრში იქნება.

ბარსელონა უსმან დემბელეს გაშვებას არ აპირებს

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ბარსელონა არ აპირებს ზაფხულში თავისი ფრანგი ფორვარდის უსმან დემბელეს გაშვებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ საპირისპირო ინფორმაცია გაჩნდა რომლის მიხედვითაც ბარსელონას დემბელე აღარ სჭირდებოდა. ბარსელონას ახალ მწვრთნელს კიკე სეტიენს ფრანგი ფორვარდის დიდი იმედი აქვს და მომავალ სეზონში მასზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. დემბელემ ტრავმების გამო ბევრი გამოტოვა და ის ამჟამადაც ლაზარეთში […]

დემბელემ შესაძლოა ვალენსიასთან ითამაშოს

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ შესაძლოა ვალენსიას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. ვალენსიასთან შეხვედრა შაბათს, 25 იანვარს გაიმართება და ბარსელონას მხოლოდ მოგება აძლევს ხელს, რისი გაკეთებაც მესტალიაზე იოლი არ იქნება. ლუის სუარესის არყოფნაში მნიშვნელოვანია რომ დემბელე მოედანზე დროზე დაბრუნდეს და მან ტრავმა უკვე თითქმის მოიშუშა. სავარაუდოდ დემბელე ვალენსიასთან მატჩის განაცხადში მოხვდება და შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგი შემტევი უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია და და ის სავარაუდოდ ერთი კვირა იუქმებს. სწორედ ამ მიზეზის გამო უსმანმა გამოტოვა ლევანტესთან მატჩი, სადაც ის განაცხადშიც არ იყო. უსმან დემბელე საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ბარსელონასთვის ეს უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან ამ მიზეზის გამო დემბელე ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი. ასევე გავრცელდა […]

ნეიმარის ტრანსფერში ბარსელონამ შესაძლოა დემბელე ჩართოს

ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”

სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ ნეიმარის შესახებ სატრანსფერო ჭორები არ წყდება. ბოლო ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ბარსელონამ პსჟ-ს 100 მილიონი და უსმან დემბელე შესთავაზოს ნეიმარის სანაცვლოდ. პსჟ-ს მწვრთნელი ტომას ტუჰელი დემბელეს კარგად იცნობს, რადგან ისინი ერთად მუშაობდნენ დორტმუნდის ბორუსიაში, ამიტომ დემბელეზე პსჟ სავარაუდოდ უარს არ იტყვის. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ბარსელონას […]

დემბელე ტრავმის გამო ერთი თვე არ ითამაშებს

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე ტრავმის გამო მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს და შესაძლოა მას უფრო მეტი დროც დაჭირდეს. დემბელემ ტრავმა ატლეტიკთან თამაშის დროს მიიღო, თუმცა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა. ის თამაში ბარსელონამ 0:1 წააგო. დემბელეს გარდა მცირე ტრავმა აქვს ლუის სუარესს, თუმცა ურუგვაელი მოედანს უფრო მალე დაუბრუნდება. რაც შეეხება მესის, ის სავარაუდოდ ბეტისთან სათამაშოდ მზად იქნებს. […]

ბარსელონამ დემბელე ნეიმარის ტრანსფერში არ ჩართო

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

ბოლო დღეებია ბარსელონა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს და ფულის გარდა კატალონიელები პსჟ-ს თავის ფეხბურთელებსაც სთავაზობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-მ უსმან დემბელე მოითხოვა, მაგრამ ბარსელონამ ამ ვარიანტზე უარი თქვა, რადგან მათ დემბელეს შენარჩუნება სურთ. გარდა ამისა, უსმანმა სეზონის დაწყებამდე კარგი სათამაშო ფორმა აჩვენა ვარჯიშებზე და ბარსელონაში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ბაიერნი უსმან დემბელეთი დაინტერესდა

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

მას შემდეგ რაც ბაიერნმა ვერ შეძლო ლეროი სანეს ყიდვა, მიუნხენელები აგრძელებენ ახალგაზრდა სწრაფ ფორვარდებზე ნადირობას და ამჯერად მათი ინტერესების სფეროში უსმან დემბელე მოექცა. ბაიერნი მზად არის დემბელეს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს და შესაძლოა ბარსელონა დემბელეს გაშვებაზე დათანხმდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გუნდში ნეიმარი დაბრუნდა. დემბელეს შეძენა ბაიერს რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ უსმანმა დორტმუნდის […]

დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

უსმან დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს, რადგან კატალონიურ გუნდში უკმაყოფილოები არიან მისი ქცევებით და იმით რომ დემბელე ხშირად არ იცავს დისციპლინას. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი მუდმივად იღებს ტრავმებს, რის გამოც მან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა. ჯერჯერობით ბარსელონას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა თუ კატალონიელებს დემბელეს თაობაზე სარფიანი წინადადება ექნებათ, ისინი სავარაუდოდ უარს არ იტყვიან. […]