ჭდე: ხელყუმბარა

კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს

კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს

სოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე საათის წინ,  ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს. დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები. აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 229-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და აფეთქებას გულისხმობს. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი […]

თბილისის ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ თბილისში, ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ სახლში იმყოფება შეიარაღებული პირი ხელყუმბარით, რომელიც იქ მყოფ ადამიანებს თავის აფეთქებით ემუქრება. სავარაუდოდ, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, “კურიერი” დეტალებს არ ასაჯაროებს.

თბილისში, თოიძის 35-ში, ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, თოიძის 35-ში, ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, თოიძის 35 ნომერში, ხელყუმბარა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. მთავარი

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა ააფეთქეს – 3 ადამიანი დაიჭრა

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა ააფეთქეს - 3 ადამიანი დაიჭრა

ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის კაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. “პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონარულ განყოფილებაში. ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული […]

ისრაელის საგარეო სამინისტროში ხელყუმბარა აფეთქდა

ისრაელის საგარეო სამინისტროში ხელყუმბარა აფეთქდა

დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ცრემლსადენი აირის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი საწყობში მოხდა, სადაც ეს ხელყუმბარები ინახებოდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და მომხდარის მიზეზებს იძიებს. აირის შენობის სხვა სართულებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველებმა მოითხოვეს, რომ დაწესებულებაში სასწრაფოდ გამოერთოთ ყველა კონდიციონერი. ნიუპოსტი

ბიზნესმენი ნიკოლოზ საკანდელიძე, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს, 2005 წლამდე შსს-ს სისტემაში მუშაობდა

"ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა"- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვის. imedinews-ის ინფორმაციით, საკანდელიძე 2005 წლამდე შსს-ის სისტემაში მუშაობდა. 50 წლის ნიკოლოზ საკანდელიძე, ამავე ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. “რეგინფოს” ცნობით, ნიკოლოზ საკანდელიძე 50%-იან წილს ფლობს შპს “აგრო ფერმაში”, ასევე 18.75%-იანი წილი აქვს შპს „ლუკა“-ში. ასევე წილები აქვს სხვა […]

“ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა”- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს

"ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა"- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მესამე სართულზე შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. ქსნის ქუჩის მაცხოვრებლები ჟურნალისტებს ბინის მეპატრონის შესახებ განსხავებულ ვერსიებს უყვებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო. მეორე ვერსიის თანახმად, აღნიშნულ ბინაში ყოფილი პოლიციელი ცხოვრობს. თავად […]

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს – ვიდეო

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს - ვიდეო

ხელყუმბარა აღმოაჩინეს რუსთავში. ასაფეთქებელი ნივთიერება რუსთაველის ქუჩის 26  ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე იპოვნეს. ხელყუმბარა სავარაუდოდ  ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა  და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. “ინფო რუსთავს” შშს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.

მოქალაქემ გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა და შენდობა ითხოვა

მოქალაქემ გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა და შენდობა ითხოვა

გორში, ხარების სახელობის ეკლესიაში ხელყომბარა იპოვეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ხელყუმბარა ეკლესიაში მრევლმა აღმოაჩინა. მოგვიანებით ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მივიდა. როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, ხელყუმბარა მოქალაქემ წერილთან ერთად დატოვა. მეუფეს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეს ხელყუმბარა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰქონდა შენახული და არ იცოდა, სად წაეღო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეკლესიაში დაეტოვა და […]