“ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა”- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს

"ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა"- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვესთბილისში, ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მესამე სართულზე შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა.

ქსნის ქუჩის მაცხოვრებლები ჟურნალისტებს ბინის მეპატრონის შესახებ განსხავებულ ვერსიებს უყვებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

მეორე ვერსიის თანახმად, აღნიშნულ ბინაში ყოფილი პოლიციელი ცხოვრობს. თავად ყოფილი სამართალდამცველის ოჯახი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს.

– შოკირებულები ვართ, აქ ბავშვები ხშირად მოძრაობენ, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო, რომელიღაცა რომ შეხებოდა ტრაგედია დატრიალდებოდა, – აცხადებს ადგილობრივი.

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევისსამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ემუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის,ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნიუპოსტი