ჭდე: ბაიერნი

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

როგორც ცნობილი გახდა წლევანდელი სეზონის ბოლოს ბაიერნს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დატოვებენ და მიუნხენელები უკვე ეძებენ მათ შემცვლელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება და მზად არის ამ ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადოს. ბაიერნი ტრანსფერის განხორციელებას სავარაუდოდ ზაფხულში შეეცდება, თუმცა გრიზმანის ყიდვა უკვე სურდა ბარსელონას და კატალონიურმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

რიბერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს

ბაიერნის ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს. რიბერის კონტრაქტი ეწურება და ბაიერნი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. რიბერი უკვე 35 წლის არის და ის უკვე ვეღარ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორც ადრე, თუმცა ფრანგი შემტევი კარიერის დასრულებას არ აპირებს და შესაძლოა ის სამშობლოში დაბრუნდეს. სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს არიენ რობენიც, რომელსაც წლის ბოლოს ასევე […]

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

ბაიერნი წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს და გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ბუნებრივია ამის გამო ბაიერნის ხელმძღვანელობას პრეტენზია ნიკო კოვაჩთან აქვს და შესაძლოა მალე მან თანამდებობა დატოვოს. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბაიერნი საკუთარ მოედანზე ბენფიკას ეთამაშება და თუ მიუნხენელები დამარცხდნენ, მაშინ კოვაჩს გაანთავისუფლებენ. უკვე კოვაჩის შემცველელებზეც დაიწყო საუბარი და არსენ ვენგერის სახელმაც გაიჟღერა, რომელიც სამწვრთნელო […]

ნიკო კოვაჩს ბაიერნში ავტორიტეტი არა აქვს

გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნიკო კოვაჩს ბაიერნში ავტორიტეტი არა აქვს და ფეხბურთელები მას სერიოზულად არ უყურებ. საუბარია რიბერიზე, რობენზე და მიულერზე, რომელთანაც კოვაჩს მცირე კონფლიქტიც მოუვიდა. კოვაჩთან ერთად ბაიერნი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ელიან, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ მან დიდხანს არ იმუშავოს ბაიერნში. ბოლო მატჩი მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ფრაიბურგთან […]

არსენ ვენგერი შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს

არსენ ვენგერი შესაძლოა მალე აქტიურ სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მალე ბაიერნი ნიკო კოვაჩს თანამდებობიდან გაანთავისუფლებს და მის ადგილს არსენ ვენგერი დაიკავებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, კოვაჩის წასვლაზე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები. ბაიერნმა სეზონი ცუდად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ მიუნხენელები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან. თუ ასე […]

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

მიუნხენის ბაიერნი ამჟამად კრიზისშია და ნიკო კოვაჩი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავს, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს. ზიდანის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ თვითონ ზიზუ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ზიდანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის მალე დაბრუნდება ფეხბურთში.

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც მას ბაიერნიდან წასვლა სურდა. ლევანდოვსკის თქმით ის ბაიერნში თავს მარტოსულად გრძნობდა და გუნდი მას სათანადოდ არ ეხმარებოდა: ”ერთი პერიოდი ცუდად ვთამაშობდი და მაშინ ბაიერნის მხრიდან თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ ამ გუნდიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ამჟამად სხვა სიტუაციაა და მინდა რომ ბაიერნთან ერთად მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწიო”– განაცხადა […]

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა ისევ სურს

რობერტ ლევანდოვსკის ისევ სურს ბაიერნიდან წასვლა და ბაიერნის ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ისინი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ. ლევანდოვსკის რამდენიმე ინგლისური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ მას ბაიერნთან 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ამიტომ მიუნხენელების თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ბოლო სეზონში მას ხშირად […]

ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

საფრანგეთის ნაკრების და შტუტგარტის მცველი ბენჟამინ პოვარდი მომავალ სეზონში ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ბაიერნმა შტუტგარტს 35 მილიონი ევრო გადაუხადა. პოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და მან არგენტინას ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა. მისმა ასეთმა თამაშმა ბუნებრივია გრანდების ყურადღება მიიპყრო და ფრანგი მცველი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა, სადაც მისი რამდენიმე თანამემამულე თამაშობს.

ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნის დატოვება სურს და ამაზე უკვე მისი აგენტიც საუბრობს. აგენტის თქმით ლევანოდვსკი ბაიერნს პატივს სცემს, უბრალოდ მას კარიერაში ახალი გამოწვევები სჭირდება და ეს არის მიზეზი რის გამოც პოლონელ ფეხბურთელს ბაიერნიდან წასვლა სურს. ლევანდოვსკის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და ის სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში. ყველაზე მეტად მისი შეძენა მანჩესტერ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018