ჭდე: პანკისი

“დილის 7 საათზე შემოვიდნენ, მძინარე ბავშვები წამოაყენეს და წაიყვანეს” – პანკისში სუსის სპეცოპერაციის დეტალები

"დილის 7 საათზე შემოვიდნენ, მძინარე ბავშვები წამოაყენეს და წაიყვანეს" - პანკისში სუსის სპეცოპერაციის დეტალები

პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული ჰამზატ ბაღაკაშვილის დედა აცხადებს, დაკავებულ სამ პირს შორის ერთი თვის წინ დაპირისპირება მოხდა. როგორც ბაღაკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი შვილის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, თუმცა აღნიშნული დაპირისპირებისას მხარეებს იარაღი არ გამოუყენებიათ. მისივე თქმით, სუს-ის 7 მანქანა მათ სოფელში დილის 07:00 საათზე მივიდა, რის შემდეგაც სამივე […]

სპეცოპერაცია პანკისში – სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პანკისში დაკავებულთა შორის მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი არიან. “მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი. მხოლოდ […]

“10-ჯერ დაარტყა დანა და მერე გაიქცა” – პანკისში მკვლელობის ახალი დეტალები

"10-ჯერ დაარტყა დანა და მერე გაიქცა" - პანკისში მკვლელობის ახალი დეტალები

დუისში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე მისივე ნათესავს ეძებენ, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, მოკლულს დანით 10 ჭრილობა მიაყენა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გარდაცვლილის დედა “კურიერთან” საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა, მკვლელობის მოტივი წარსულში გამოწვეული წყენა იყოს. “არ იყო ჩხუბი, არაფერი არ იყო. დადიოდა აქ, ჩვენთან მოდიოდა. მამა რომ მომიკვდა, სამძიმრად რატომ არ მოვიდაო… იყო ჩემი შვილი ორჯერ, […]

პანკისში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

პანკისში, სოფელ დუისში, 40 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მკვლელობამდე მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით საიწყო.

პანკისში არეულობაა – დუისელებს და მატნელებს შორის პოლიცია დგას

პანკისში არეულობაა - დუისელებს და მატნელებს შორის პოლიცია დგას

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში,  პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. დაპირისპირება პანკისში […]

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში - არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – “ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი ხოლო, დაშავებულია რამდენიმე პირი. მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ […]

პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა

პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია ქუშანაშვილების საცხოვრებლის დიდი ნაწილი და კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ხანგოშვილი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს. ოჯახის წევრების თქმით, ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, ამის მიზეზი კი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობა იყო. მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ BBC-მაც გაავრცელა, რუსული სპეცსამსახურების კვალზე ეჭვებს გამოთქვამენ გერმანიის პოლიტიკურ წრეებშიც. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით […]

”პანკისში პოლიციელები ღამეს მილებში ათევენ… ცხელი ჩაი და ხინკალი ადგილობრივებმა მიაწოდეს”

”პანკისში პოლიციელები ღამეს მილებში ათევენ... ცხელი ჩაი და ხინკალი ადგილობრივებმა მიაწოდეს”

რამდენიმე წუთის წინ გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა: ”პანკისში 30-ზე მეტი დაცვის პოლიციელი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შემდეგ ჰყავს მობილიზებული, ღამეს ჰესის ასაშენებლად მიტანილ მილებში ათევს. საკვები და თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ. არ იციან რატომ არიან იქ მობილიზებული და რამდენ ხანს დარჩებიან. ცხელი ჩაი, ჩაიდანი და ხინკალი ადგილობრივებმა მიაწოდეს.”

“ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ ჰესის აშენებაზე თანახმები ვართ” – პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე

"ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ ჰესის აშენებაზე თანახმები ვართ" - პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე

პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე არ ადასტურებს იმას, რომ უხუცესები ხეობაში ჰესის მშენებლობაზე თანახმანი არიან. „ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ თანახმები ვართ და აშენდეს ჰესი. არცერთ სიტყვა არ არის ამოსული პირიდან. რაც გვაბრალებენ, ჩემთვის ეს უცნობია. ჩვენ ზოგიერთი ხალხი ბრალს გვადებს, ვითომ, ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, ჩვენ შევაცდინეთ ხალხი, რომ ვითომ, ჩვენ ვართ თანახმები, აშენდეს ჰესი. […]