“ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ ჰესის აშენებაზე თანახმები ვართ” – პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე

"ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ ჰესის აშენებაზე თანახმები ვართ" - პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარეპანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე არ ადასტურებს იმას, რომ უხუცესები ხეობაში ჰესის მშენებლობაზე თანახმანი არიან.

„ჩვენ არცერთს არ გვითქვამს, რომ თანახმები ვართ და აშენდეს ჰესი. არცერთ სიტყვა არ არის ამოსული პირიდან. რაც გვაბრალებენ, ჩემთვის ეს უცნობია. ჩვენ ზოგიერთი ხალხი ბრალს გვადებს, ვითომ, ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, ჩვენ შევაცდინეთ ხალხი, რომ ვითომ, ჩვენ ვართ თანახმები, აშენდეს ჰესი. ამის გულისთვისაც გვინდა ხალხს შევხვდეთ. სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი, კომპრომისი იყოს, მოლაპარაკება ჩატარდეს და იყოს მშვიდობა. არეულობა არ გვინდა. არეულობას უნდა ვერიდოთ,“ – განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველებთან დაპირისპირება მათთვის პროტესტის მისაღები ფორმა არაა. პანკისელები აცხადებენ, რომ თუ პოლიცია საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანების დაკავებას დაიწყებს, მაშინ ეს მთელ სოფელზე უნდა გავრცელდეს, რად გან წინააღმდეგობაში ყველა მაცხოვრებელი მონაწილეობდა. პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არც ერთი ადგილობრივი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, პანკისელების თქმით, საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელების და პოლიციელების ჩვენებებია.