ჭდე: შეხვედრა

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ […]

პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, […]

ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესს შეხვდა

ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესს შეხვდა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის “სოლიდარობის გეგმისთვის”, […]

ოპოზიცია დღეს პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერს შეხვდება

ოპოზიცია დღეს პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერს შეხვდება

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გაიმართება. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, შეხვედრა გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა, რასაც მიესალმება. „მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები […]

გახარია პომპეოს შეხვდა

გახარია პომპეოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმარა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, […]

არჩილ თალაკვაძე – “ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი”

არჩილ თალაკვაძე - "ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. “პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის […]

სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა – შავებში ჩაცმულმა პირმა მასზე თავდასხმა სცადა

სააკაშვილი ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა - შავებში ჩაცმულმა პირმა მასზე თავდასხმა სცადა

დღეს მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელთაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს. “მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობა. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში […]

ლუკაშენკო სუკის ციხეში პატიმარ ოპოზიციონერებს შეხვდა

ლუკაშენკო სუკის ციხეში პატიმარ ოპოზიციონერებს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 ოქტომბერს სუკის საგამოძიებო იზოლატორში დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა. შეხვედრა 4,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მას 11 პატიმარი ოპოზიციონერი ესწრებოდა, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო. “კონსტიტუციას ქუჩაში ვერ დაწერ,” – თქვა შეხვედრაზე ლუკაშენკომ. ითქვა, რომ ლუკაშენკო პატიმრებთან იმისთვის მივიდა, რომ ყველას აზრი მოისმინოს. შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის. შეხვდრაზე იყო […]

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 14 ივლისს თბილისში კარფურის თანამშრომლებს შეხვდება

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 14 ივლისს თბილისში კარფურის თანამშრომლებს შეხვდება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო 14 ივლისს თბილისში საზეიმო მიღებას არ გამართავს. ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი: “პანდემიის განსაკუთრებული კონტექსტიდან გამომდინარე, წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში არ გამართავს მიღებას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს დემოკრატიისა და სოლიდარობის ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედო  საფრანგეთის რევოლუციას 231 წლის წინ. ამასთან დაკავშირებით ხვალ 14 ივლისს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო […]

ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მინსკში შეხვდა. პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება და ინტეგრაცია იყო. მათი შეხვედრის პარალელურად მინსკში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უხეშად ერევა ბელარუსის შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე გაჩნდა. მათივე თქმით, ახლა არა ქვეყნების დაახლოება, არამედ რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაცია […]